მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადაასხათ მწნილის წვენი! გამოიყენეთ ის ჯანმრთელობისთვის

1072

მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადაასხათ მწნილის წვენი! გამოიყენეთ ის ჯანმრთელობისთვის

ყველას კარგად მოგვეხსენება კიტრის მწნილი თუ რაოდენ გემრიელი პროდუქტია, მაგრამ დღეს არა თუ მასზე არამედ მის წვენზე უნდა ვისაუბროთ! საინტერესოა რამდენმა იცით, რომ კიტრის მწნილის წვენი ჯანმრთელობისთვის ერთ ერთი სასარგებლო პროდუქტია?

მაშ ასე, მოდით დავიწყოთ მისი სარგებლიანობის ჩამოთვლა:

ხელს უშლის და ათავისუფლებს კუნთების სპაზმებს: მარილწყალს შეუძლია შეამციროს კუნთების სპაზმები. სპაზმები შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტროლიტების შემცირებით, რაც შეიძლება ჩაანაცვლოს მარილწყალმა. სპორტსმენები მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ ამ მეთოდს და მიაღწიეს შესანიშნავ შედეგებს.

მისი დახმარებით მარტივად გამოხვალთ “ნაბახუსევიდან” : როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ის აკლებს სხეულს ნატრიუმსა და წყალს. მარილწყალს შეუძლია შეავსოს ნატრიუმის დაბალი დონე და გაცილებით უკეთესად იგრძნოს თავი ადამიანმა.

ასევე აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს: ძმარს შეუძლია დაეხმაროს სხეულს ინსულინზე რეაგირებაში. რადგანაც მწნილი შეიცავს ძმარს, მას შეუძლია შეამციროს სისხლში შაქარი, საჭმლის მონელებისას და ჭამის შემდეგ.

ამშვიდებს მზისგან დამწვრობას: ძალიან ბევრი დრო გაატარა მზეზე? მარილწყალს შეუძლია დაეხმაროს მზისგან დამწვრობას და ხელს შეუწყობს შეხორცებას. Როგორ? მარილწყალში არსებული ძმარი ამშვიდებს კანს.

მენსტრუაციამ შეიძლება გამოიწვიოს სპაზმები და გაუწყლოება: მარილწყალი ეხმარება ორგანიზმის დატენიანებას, მასში შემავალი ელექტროლიტები კი სპაზმებს ხსნის.

ამცირებს მუცლის ტკივილს: ზოგიერთ ადამიანს კუჭის პრობლემები აქვს, კუჭის მჟავების დაბალი დონის გამო. ამასთან, მარილწყალში არსბული მჟავა შეიძლება დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს საჭმლის მონელება. ვინ იცოდა, რომ მწნილი შეიძლება ასეთი სასარგებლო იყოს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს რჩევები გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს.

Facebook კომენტარები