როგორ მოვამზადოთ ნივრის წყალი, რომელიც ეფექტურად წვავს ცხიმს!
წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია!
ნამდვილად ღირებული პროდუქტია ნივრის წყალი. თუ გაინტერესებთ, როგორ მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები მუცლიდან, თან მარტივად და სწრაფად, აუცილებლად იფიქრეთ თქვენს საკვებ რაციონში ნივრის წყლის დამატებაზე. ნივრის წყალი მზადდება სამი ძირითადი ინგრედიენტის გამოყენებით ესენია : ნიორი, ლიმონი და წყალი.
ნივრის სარგებელი:
ნიორს აქვს სიმსუქნის საწინააღმდეგო შესანიშნავი თვისებები. კვლევების შედეგად ნიორი აფერხებს ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას. ის ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის პროცესს და ასევე ასტიმულირებს ნეიროტრანსმიტერის - ნორეპინეფრინის გამოყოფას. ეს მასტიმულირებელი კი აძლიერებს ორგანიზმში მეტაბოლიზმს. მაღალი მეტაბოლური მაჩვენებელი გეხმარებათ დაწვათ კალორიები ბევრად უფრო სწრაფად, რითაც გეხმარებათ წონის დაკლებაში.
აღმოჩნდა, რომ ნიორი ასევე მადის დამთრგუნველიცაა. ერთი კბილი ნიორიც კი საკმარისია გაჯერების სტიმულირებისთვის. შესაბამისად, ეს ამცირებს შიმშილის გრძნობას.
ლიმონის სარგებელი:
კვლევების თანახმად, ლიმონი ძალიან ეფექტურია ცხიმის მწველი საშუალებაა. ჭარბ წონიანია ადამიანებისთვის ლიმონი ნამდვილად კარგი არჩევანია. ის მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აადვილებს კალციუმის შეწოვას ცხიმოვან უჯრედებში. ამიტომ შედეგად ცხიმები იწვება.
იცოდით ისიც, რომ ლიმონი შეიცავს თერმოგენურ მახასიათებლებს, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. ამრიგად, ის ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესს.
ნივრის წყლის მომზადების უმარტივესი რეცეპტი:
აქაა საუკეთესო გზა ნივრის წყლის მოსამზადებლად:
საჭირო ინგრედიენტებია:
- 3 კბილი ნიორი (გაფცქვნილი და გასუფთავებული)
- ლიმონის ოთხი ნაჭერი
- ჭიქა თბილი წყალი
- 3 წვეთი ზეითუნის ზეთი
მომზადება: ჩაასხით თბილი წყალი ჭიქაში. გაფცქვნილი ნიორიც მოათავსეთ მასში ლიმონთან ერთად. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და შემდეგ აურიეთ. ნამდვილად არაა რთული პროცესი.
ნივრიანი წყალი ყოველდღიურად უნდა მოამზადოთ. ამ პროდუქტის გამოყნებაში ესაა ერთადერთი რთული ეტაპი. მიზეზი ისაა, რომ ის ძალიან სწრაფად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ის ასევე უფრო დაუცველია დაჟანგვის მიმართ. რაც უფრო დიდხანსაა ჰაერზე, მისი სარგებელი მით უფრო უარესდება.
მოერიდეთ ნივრის წყლის დალევას ყოველდღე. დალიეთ სამ დღეში ერთხელ დილით უზმოზე!
ნივრის წყალი ერთ ერთი ყველაზე ეფექტური შინ მომზადებული საშუალებაა, რომელსაც შეუძლია სწრაფად და მარტივად გაანადგუროს მუცლის ცხიმი. სათანადო მკურნალობით, მას შეუძლია განკურნოს კიდევ უფრო მეტი სხვა მდგომარეობა, თუნდაც როგორიცაა მაღალი წნევა. გსურს გქონდეს ბრტყელი მუცელი? დაამატეთ ნივრის წყალი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.