კურკუმას გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აი, რატომ უნდა მიიღოთ ის ყოველდღე

2750

კურკუმას გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აი, რატომ უნდა მიიღოთ ის ყოველდღე

კურკუმა გამოირჩევა თავისი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით. მას ძალიან ძლიერი სამკურნალო თვისებები გააჩნია. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ კურკუმა მდიდარია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და გამწმენდი თვისებებით, რაც ხელს უწყობს მის ეფექტურობას ფართო სპექტრის პირობებში. კურკუმას გამოყენებით თქვენს სხეულში იწყება გარკვეული ცვლილიებები.

თუ ყოველ დღე დაიწყებთ 1 ჩ.კ კურკუმას მირთმევას, ამით თქვენ მიიღებთ შემდეგ შედეგებს:

1. შეამცირებთ კიბოს გარკვეული ტიპების რისკს

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ნაჩვენებია ეფექტური კიბოს განვითარების ინჰიბირებაში. ზოგი მას ამ მომაკვდინებელი დაავადების შესაძლო სამკურნალოდ მიიჩნევს.

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

კურკუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხსნის შეშუპებას და გაზებს, ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტს და ასევე ხელს უშლის ანთებას. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტის დაავადება აწუხებს, კურკუმას ყოველდღიური მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება ნაღვლის ბუშტის მწვავე გაღიზიანება გამოიწვიოს.

3. ებრძვის ანთებას

ქრონიკული ანთება დღეს მრავალი დაავადების მიზეზია. კურკუმას აქტიური ნაერთი, კურკუმინი, არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ანთების საწინააღმდეგო წამლების უმეტესობა.

4. იცავს გულს

აქტიური ნივთიერება ასევე ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, ხელს უშლის სისხლის შედედებასა და ასუფთავებს ნადებს არტერიული კედლებიდან.

5. ხსნის სახსრების ტკივილს

კურკუმა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ართრიტის ტკივილის შესამსუბუქებლად.  ქრონიკულ ანთებასთან ბრძოლის გარდა, ის ასევე ხსნის ტკივილს და არ ახდენს რაიმე გვერდით ეფექტს.

მნიშვნელოვანია: მიუხედავად იმისა, რომ კურკუმინის ჯანმრთელობის სარგებელი უდავოა, მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ საკმაოდ დაბალია. საბედნიეროდ, შთანთქმის გაზრდა შეგიძლიათ, უბრალოდ კურკუმას დაამატეთ მწიკვი შავი პილპილი.


Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია