იდეალური ფორმულა როგორ გადავიტანოთ ცივი დღეები გრიპისა და გაციების გარეშე!

295

იდეალური ფორმულა როგორ გადავიტანოთ ცივი დღეები გრიპისა და გაციების გარეშე!

ზუსტად ის, რაც ახლა გვჭირდება!

ჯერ კიდევ ძალიან ცივა და ვირუსებიც მრავლადაა ჩვენს გარშემო. ამიტომაც გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმსაც მოვაღონიერებთ და ყველანაირ გაციებას ავარიდებთ თავს

სწორედ ამიტომაც დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ტრადიციული ევროპული მედიცინის შესანიშნავი ფორმულა გაციების წინააღმდეგობის გასაწევად და ცივი სეზონის წამლების გარეშე გადასატანად!

შვეიცარიელი კათოლიკე ბერი იოჰან კუნცლე (1857-1945), სებასტიან კნეიპთან ერთად, იყო სამკურნალო მცენარეების ევროპული ტრადიციული ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი აღმდგენი და ბუნებრივი მედიკამენტების გულმოდგინე დამცველი.

ასე რომ, ცივ დღეებში გრიპის და გაციების ეს მართლაც, რომ ფასდაუდებელი რეცეპტი შეიძლება გამოგადგეთ. პრეპარატი მზადდება ახალი მცენარისგან, რომელიც ჯერ უნდა გაირეცხოს და დაჭრას.წამალია აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება, ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას, ხსნის ხველას, გაციებას და გრიპს და აღადგენს ორგანიზმის სიჯანსაღეს.

ინგრედიენტები:

– 1 ქილა თხევადი ნატურალური თაფლი
– ფურისულას ყვავილების 3 წილი
– 2 წილი მრავალძარღვა
1 წილი გვირილა

მომზადება:

მცენარეები გავრეცხოთ, კარგად გავამშრალოთ და დავჭრათ, დავამატოთ თაფლი შუშის ქილაში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახურით.

დატოვეთ ასე მშრალ და ბნელ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. იმისათვის, რომ თაფლმა სრულად შეიწოვოს მცენარის აქტიური კომპონენტები, ქილა ორ დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ და დახურული დატოვეთ. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ გადაწურეთ ნარევი.

მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ყოველდღე დილით და 2 სუფრის კოვზი ღამით.

დაგვერწმუნეთ შედეგი მალევე თვალსაჩინო აღმოჩნდება!

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Facebook კომენტარები