სასწრაფო ინფორმაცია! თუ თქვენც გაწუხებთ ყურებში შემაშფოთებელი ზუზუნის ხმები, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ბუნებრივი საშუალებების სარგებელს
ეს ყოველივე ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა!
თუ თქვენც იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც გამუდმებით აწუხებს ყურებში ზუზუნის ხმები, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამ საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობას მედიცინაში ტინიტუსს უწოდებენ.
ადამიანების უმეტესობა ამ ყოველივეს განიცდის ძლიერ ხმაურში ყოფნის შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს დროებითი ხმებია. მაგრამ მეორე მხრივ, სამწუხაროდ არსებობს ქრონიკული ტინიტუსი და მისი უსიამოვნო სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვეზე მეტ ხანსაც კი.
ტინიტუსის სიმპტომები:
ზოგადად ტინიტუსის სიმპტომები მოიცავს უსიამოვნო შეგრძნებას ყურებში, მაგრამ ეს არაა დაკავშირებული გარეგან შეგრძნებასთან ან ხმებთან. პაციენტების მიერ ეს ხმა ჩვეულებრივ აღწერილია შემდეგნაირად:
ზუზუნი, ზარის რეკვა, ღილაკზე თითის ხშირი დაჭერა, ჩურჩული, ღრიალი
ტინიტუსის მიზეზები:
ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ შეიძლება განიცადოტ ტინიტუსი, მოიცავს თავის დაზიანებას, ყურის ცვილის შეცვლას, ხმამაღალი ხმების ზემოქმედებას, ტრავმას, გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტს, კვების ნაკლებობას, გახანგრძლივებულ სტრესს და შფოთვასაც კი.
თუმცა ნუ შეშინდებით, თანამედროვე მედიცინის გვერდით ასევე არსებობს ტინიტუსის მკურნალობისთვის ბუნებრივი საშუალებებიც:
1. მაგნიუმი
მაგნიუმი ესაა მთავარი დანამატი. ის მუშაობს როგორც გლუტამატის ინჰიბიტორი და ცნობილია, რომ იცავს შიდა ყურში არსებულ ნერვებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მაგნიუმი აუმჯობესებს სმენას იმ ადამიანებში, რომლებსაც აწუხებთ სმენის დაქვეითების პრობლემა.
2. თუთიის დანამატები
ყოველდღიურად 20-30 მგ თუთიის დამატება ხელს უწყობს ტინიტუსის განმუხტვას და სამუდამოდ აღმოფხვრასაც კი. ოპტიმალური შედეგისთვის გამოიყენეთ თუთიის დანამატები მინიმუმ სამიდან ექვს თვემდე. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ თუთია სასარგებლოა ტინიტუსისა და ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების დროს.
3. ვიტამინი B12
ტინიტუსის მქონე ადამიანების უმეტესობას ამ ვიტამინის დეფიციტი აქვს. პაციენტებმა, რომლებმაც მიიღეს B12-ის მეთილკობალამინის ფორმა, შეძლეს თავი დაეღწიათ ამ პრობლემისგან.
4. ვიტამინი A
A ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ყურის პრობლემებთან, როგორიცაა ტინიტუსი, რადგან ეს საკვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყურის გარსებისთვის. A ვიტამინის ზოგიერთი საუკეთესო წყაროა ცხიმიანი თევზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი და ბოსტნეული. დანამატებისთვის მიიღეთ 5000-დან 10000 სე-მდე დღეში.
5. ქოლინი
ნაჩვენებია, რომ ქოლინის მიღება დღეში ორი სუფრის კოვზი ლუდის საფუარის მიღებით ან ორი ლეციტინის კაფსულის მიღებით ყოველი ჭამის დროს აშორებს ტინიტუსს ორი კვირის განმავლობაში.