ხალხური მეთოდები გულძმარვის სამკურნალოდ. დაამარცხეთ ეს პრობლემა მარტივად

1502

ხალხური მეთოდები გულძმარვის სამკურნალოდ. დაამარცხეთ ეს პრობლემა მარტივად

გულძმარვას გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს მათ შორის უზომო სმა-ჭამა, ასევე სწრაფი ჭამა, სტრესი სამსახურში ან პირად ცხოვრებაში.

ვისაც გულძმარვა აწუხებს, მუდმივად ცდილობს აარიდოს თავი მის გამომწვევ მიზეზებს, რადგან ჩივილიები არის ძალიან არასასიამოვნო და უკომფორტო. იგი  ხშირად თავს  იჩენს ღამით, როდესაც წვებით, რადგან  დაწოლის დროს კუჭის მჟავა საყლაპავში გაცილებით მარტივად ხვდება. ეს  კი იწვევს მკერდის ძვლის უკან წვას, ამის გარდა გულძმარვას ახასიათებს (მჟავა როდესაც საყლაპავში მოხვდება )

  • უსიამოვნო გემო პირში
  • ხშირი ყელის ტკივილი და ხველა
  • ასთმა და სუნთქვის სხვა პრობლემები
  • კუჭის ტკივილი

როგორ ვითარდება გულძმარვა?

ამ  ყველაფრის მიზეზი არის მჟავა, რომელიც წესით კუჭში უნდა დარჩეს, მაგრამ ზოგჯერ მჟავა კუჭის გარდა საყლაპავში ხვდება რის შედეგადაც იწყება პრობლემები.

როგორ ხდება კუჭის მჟავა საყლაპავში?

ეს ხდება მაშინ როდესაც მოდუნდება კუნთი, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავიდან კუჭისკენ. კუნთის  მოდუნების მიზეზია:

  • საყლაპავის დისფუნქცია
  • სიმსუქნე
  • ინტრააბდომინალური წნევის მომატება (მაგ. ორსულობის დროს, ქრონიკული ყაბზობის დროს)
  • დარღვეული კუჭის დაცლა

Რა საშუალებით იკურნება გულძმარვა?

გულძმარვის შესამცირებლად ძალიან ეფექტურია კარტოფილის წვენი. Დილით საუზმის მიღებამდე დალიეთ 200გ კარტოფილის წვენი ( დააბლენდერეთ  კარტოფილი და გაწურეთ), დალიეთ იგივე რაოდენობა სადილამდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე.

კიდევ რა ეხმარება გულძმარვის შესუსტებას?

სხვადასხვა ქიმიური მედიკამენტების გამოყენების გარეშე თვენ შეგიძლიათ იმკურნალოთ გულძმარვა  სხვადასხვა მეთოდით. ესენია:

  • იპოვეთ სწორი ძილის პოზა
  • შეამცირეთ ჭარბი წონა
  • კვების ჩვევების შეცვლა
  • შეამცირეთ სტრესი

სწორად ძილი:

დაწექით ზურგზე, მკერდის ნაწილი ოდნავ ამოწიეთ მაღლა. არავითარ შემთხვევაში არ ასწიოთ მხოლოდ თავი. ზედა ნაწილი მთლიანად უნდა აიზიდოს მაღლა. ამით ნაკლებად განიცდით გულძმარვას.

შეამცირეთ ჭარბი წონა:

ჭარბი წონის გამო მუცელში მეტი ცხიმია და მეტია ზეწოლა მუცელზე, ამით იმატებს სხეულში წნევა და კუჭის მჭავა უფრო ადვილად გადაადგილდება.წონის შემცირება კი შეგიძლიათ ყოველდღიური ვარჯიშებით, სხვადასხვა ჯანსაღი დიეტით.

კვების ჩვევების შეცვლა:

არასწორი კვება იწვევს შაქრის და ცხიმების მომატებას სხეულში, ასევე ცუდია სწრაფი კვება როდესაც კუჭი ვერ ასწრებს საჭმილს გადამუშავებას, მიირთვით ნელა, მოერიდეთ გარეთ საჭმელის მირთმევას- სწრაფი კვების ობიექტებსა და ძილის წინ კვებას.

 სტრესის  შემცირება:

ფსიქოლოგიური ზეწოლა და ემოციური სტრესი ართულებს  საჭმლის მონელებას.  ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესის შემცირება, ამისთვის უნდა ჩაიტაროთ აუტოგენური ვარჯიში ან კუნთების პროგრესული მოდუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ ძალიან ხშირად განიცდით მჟავასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რადგან ამან შეიძლება გამოწვის ძლიერი პრობლემებიც როგორიცაა:

  • კუჭ-ნაწლავის რეფლუქსური დაავადება
  • კუჭის გარსის ანთება
  • გაღიზიანებული კუჭის სინდრომი
  • დიაფრაგმული თიაქარი
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია