5 დიაბეტის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც არასოდეს არ უნდა უგულებელყოთ!

515

5 დიაბეტის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც არასოდეს არ უნდა უგულებელყოთ!

ინფორმაცია რომელიც ვფიქრობთ ყველა თქვენგანმა უნდა იცოდეს!

თითოეულ დაავადებას აქვს სხვადასხვა გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები, რომელთა ცოდნაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ასე ტიპი 2 დიაბეტის საერთო გამაფრთხილებელი ნიშნებია ხშირი შარდვა, ხშირი წყურვილი და დაბუჟება ხელებსა და ფეხებში.

მაგრამ იმ სიმპტომების გარდა, რომლებსაც ჩვენი სხეული ისედაც გვაჩვენებს, რეალურად ამაზე ბევრად მეტია იმის მაჩვენებელი, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს ჩვენს სხეულში შაქრის დონესთან დაკავშირებით.

ასე რომ, სწორედ აქაა დიაბეტის სიმპტომები, რომლებიც არასოდეს არ უნდა უგულებელყოთ.

1. ხვრინვა

ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ უფრო ხშირად განიცდიან სტრესის პრობლემებს, რაც ზრდის მათ სისხლში შაქრის დონეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანების ნახევარს უჭირს ძილი. მაშინ, როდესაც სხვა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 23%-ს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძილის დროს ხვრინვის პრობლემები, მოგვიანებით დაუდგინდა დიაბეტი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია საკუთარი თავის შემოწმება და იმის გარკვევა, გაქვთ თუ არა ეს დაავადება.

2. კანის ცვლილებები

თუ შენიშნავთ მუქ ლაქებს კანზე იდაყვის გარშემო, მუხლებზე და კისრის უკანა მხარეს. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ სისხლში შაქრის დონე გაიზარდა. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე მუქი ლაქების  გაჩენა შეიძლება იყოს გენეტიკა ან ჰორმონალური დისბალანსი, ეს ასევე შეიძლება იყოს დიაბეტის ნიშანიც, სჯობს მაინც გადაამოწმოთ

3. მოულოდნელად თუ თქვენი სმენა გაუარესდა

ეს დიაბეტის ჩუმი სიმპტომია. თუ საუბრის დროს გიჭირთ მეგობრების მოსმენა, ან თუ ჩვეულებრივზე ხშირად უმატებთ ხმას ტელევიზორს, მაშინ ეს შეიძლება იყოს ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომი.

4. მხედველობა მოულოდნელად გაგიუმჯობესდათ

ზოგიერთმა პაციენტმა, რომლებიც განიცდიან სისხლში შაქრის მატებას, აცხადებენ, რომ მათი მხედველობა მოულოდნელად გაუმჯობესდა და მათ შეწყვიტეს კითხვისას სათვალეების გამოყენება. მაგრამ ამასობაში, როდესაც მათი ინსულინის დონე ნორმას უბრუნდება, ისინი კვლავ იყენებენ სათვალეებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის დასადასტურებლად ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა, ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ მხედველობის მოულოდნელი და უეცარი გაუმჯობესება მჭიდრო კავშირშია დიაბეტთან.

5. ქავილი

შაქრიანი დიაბეტი აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს კანის ქავილს და სიმშრალეს. ამ სიტუაციაში არ უნდა შეგრცხვეთ. ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, უჩივიან ქავილს ხელებსა და ტერფებზე.

ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეს სიმპტომები და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს ერთხელ მაინც განუცდია, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს. დიაბეტი ესაა სერიოზული პრობლემა, რომელის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს, ამიტომ ფრთხილად იყავით.

Facebook კომენტარები