ეს მცენარე მართლაც ღვთიურია! ვინ წარმოიდგენდა რომ ის თირკმლებში კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებოდა

739

ეს მცენარე მართლაც ღვთიურია! ვინ წარმოიდგენდა რომ ის თირკმლებში კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებოდა

დღევანდელ სტატიაში მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ!

მანამდე კი გეტყვით რომ ხალხური მედიცინის დიდი მიმდევარი არასდროს ვყოფილვარ, ალბათ იმიტომ რომ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩემს შემთვევაშიც ასე მოხდა და დღეს უკვე ხალხური მედიცინის კმაყოფილი მომხმარებლის სახით გწერთ:

“ნაღვლის ბუშტში მქონდა 22 მმ-იანი კონკრემენტი, ხოლო თირკმელში — 24 მმ-იანი. ექიმმა მირჩია ორი ოპერაციის გაკეთება. არ ვიცოდი, რა მექნა. ერთხელ ქუჩაში უცხო ახალგაზრდამ გამაჩერა და მითხრა: შეხედეთ, ქალბატონო, ამ კეთილშობილ მცენარეს ფეხით როგორ ქელავენ, ის ხომ თირკმელში ქვას შლისო და ბზის ტოტზე მიმიითა. ბევრი ვეძებე ლიტერატურაში, მაგრამ მსგავსი რეცეპტი ვერსად აღმოვაჩინე. დავიწყე მკურნალობა: 1 ს/კ გამხმარ ბზის ფოთოლს (თუ ნედლია, ბლენდერში გაატარეთ) უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, შეფუთოთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღოთ დღეში 3-ჯერ, როგორც ჩაი. ვსვი 8 თვე. კენჭები დალბა, დაიშალა და უმტკივნეულოდ გამოიდევნა. ექოსკოპიურ გამოკვლევაზე კენჭბის მაგივრად მისი ნარჩენები აღმომაჩნდა. გაითვალისწინეთ, მარილების შემადგენლობა უნდა იყოს ურატი და არა ოქსალატი.

ექიმის კომენტარი: ბზა დასავლეთ საქართველოს წიფლნარებში, წაბლნარებსა და კირქვიან მთა-გორაკებზე ბუჩქად იზრდება. ის მარადმწვანე მცენარეა. აქვს მოკლეყუნწიანი, ელიფსური ფორმის ფოთლები. ყვავილები მოყვითალო ფერისაა. ძველქართულ სამედიცინო ხელნაწერებში ბზა გვხვდება შიმშატის სახელწოდებით. სამკურნალოდ იხმარებოდა ბზის ფოთოლი, ფოთლის წყალი, დანაყილი გზის ხე.

ასევე ბზა იხმარებოდა პიტნასთან ერთად ყურის ტკივილის სამკურნალოდ. აგრეთვე, სასუნებლად იმ შემთხვევაში, თუ „პირისახე მწვანედ დაუცემდეს“ ავადმყოფს. კენჭების დასაშლელად ბზის გამოყენების ფაქტები ჩვენთვის უცნობია. რადგან თანამედროვე ფარმაკოპეაში ბზა შეტანილი არ არის, თუმცა წინაპრების ზეპირსიტყვიერებით ვიცით რომ მას ხშირად იყენებდნენ ზემოთ აღნიშნული პრობლემების სამკურნალოდ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები