ხშირად მაწუხებს ყაბზობა, თუმცა ახლობელმა მასწავლა ეს რეცეპტი, რომელსაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ

971

ხშირად მაწუხებს ყაბზობა, თუმცა ახლობელმა მასწავლა ეს რეცეპტი, რომელსაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ

ხშირად მაწუხებს ყაბზობა. ვიცი, რომ კვების რეჟიმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ დაცვას. თუმცა ახლობელმა მასწავლა ეს რეცეპტი, რომელსაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ეფექტიანობით მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

... 1 აიღეთ ალოეს მოზრდილი ფოთოლი, დაახლოებით 15 გრამს რომ იწონიდეს, დაჭერით წვრილად, დაასხით 300 გ შემთბარი ნატურალური თაფლი, I დღე-ღამე დააყენეთ, შემდეგ გააცხელეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. ეს წამალი კარგად მოქმედებს ნაწლავებზე, კუჭ-ნაწლავის ფუნქციაც ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ. ამავდროულად, აცხრობს ყოველგვარ ანთებას კუჭ-ნაწლავის ლორწოვანზე. საკუთარი წარმატებული გამოცდილებით გირჩევდით შეინახოთ და შემდგომ გამოიყენოთ ეს რეცეპტი!

ექიმის კომენტარი: ალოე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. ის შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს, ფიტონციდებს, ანტრაგლიკოზიდებს, მცირე რაოდენობით — ეთერზეთებს. . ალოეს პრეპარატებს აქვს საფაღარათო მოქმედება, ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, კანისა და ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. ალოეს ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ მედიცინაში იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობებისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. დღეს პრეპარატებს ფართოდ იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გარეგანი პათოლოგიების კომპლექსურ თერაპიაში. ალოესგან მომზადებული საფაღარათო

საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ჰემოროიდული (ბუა- სილით გამოწვეული) და საშვილოსნოდან სისხლდენები აქვს, რადგან შესაძლებელია, გაძლიერდეს სისხლდენა. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენს იყენებენ საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ალოეს წვენით მკურნალობენ მწვავე რინიტსაც — ამისთვის დღეში რამდენჯერმე ავადმყოფს თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთ ალოეს წვენს უწვეთებენ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია