დავემშვიდობე თავის ტკივილს! პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქიმიურმა წამლებმა ვერ მომიგვარა, ასე იოლად მომიხსნა ხალხურმა მედიცინამ

867

დავემშვიდობე თავის ტკივილს! პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქიმიურმა წამლებმა ვერ მომიგვარა, ასე იოლად მომიხსნა ხალხურმა მედიცინამ

ერთ დროს თავი ისე მტკიოდა, რომ ცხოვრება გამწარებული მქონდა. გამოკვლევებმა არავითარი დარღვევა არ აჩვენა, თავის ტკივილი კი მიგრძელდებოდა.

სოფელში მეზობელს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან კი სამკურნალო ბალახები მომიტანა — ამ ბალახების ჩაი სვიო. მე ხალხურ მედიცინას არასერიოზულად ვუყურებდი, ამიტომ ბალახები თაროზე შემოვაწყვე და, რა თქმა უნდა, არც ჩაი დამიმზადებია. ერთხელ, როცა თავის ტკივილმა ძალიან შემაწუხა, ვიფიქრე, დავლევ ამ ბალახების ჩაის, თუ არ მომიხდა, ხომ არაფერს დამიშავებს-მეთქი.

როგორც მეზობელმა მასწავლა, თანაბარი რაოდენობით გვირილის, პიტნისა და სალბის ნარევს 2 ჩ/კ-ს დავასხი 300 მლ მდუღარე წყალი, 20 წუთი თავდახურული დავდგი და ოდნავ რომ შეგრილდა, გადავწურე და ყლუპ-ყლუპად დავლიე.

სულ მალე მშვიდად ჩამეძინა. გაღვიძებისას კი ვიგრძენი, თითქოს თავი უკეთ მუშაობდა, აღარაფერი მტკიოდა.

მას შემდეგ ამ ჩაის რეგულარულად ვსვამ. თავის ტკივილმა თანდათანობით გამიარა, ზოგადი შეგრძნებაც გამიუმჯობესდა და, რაც მთავარია, გამიჩნდა რწმენა, რომ ჯანმრთელი ვარ.

საკუთარი წარმატებული გამოცდილებით გირჩევთ ეს არომატული ნაყენი სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში, 10-12დღის განმავლობაში. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქიმიურმა წამლებმა ვერ მომიგვარა, ასე იოლად მომიხსნა ხალხურმა მედიცინამ. გირჩევთ, მეტი გულისყურით მოეკიდოთ ბუნებრივ სიმდიდრეს.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი სამივე მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება.

გვირილას აქვს მკვეთრად გამოხატული სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, საძილე და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილაში შემავალი ეთერზეთი აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს და ამავე დროს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. გვირილას ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.

პიტნას აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აგრეთვე რეფლექსურად აფართოებს კორონარებს, აძლიერებს კანისა და ლორწოვანი გარსების კაპილარულ მიმოქცევას, ააქტიურებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

მენთოლი აქტიურად გამოიყენება, როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება სტენოკარდიისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის დროს. გარდა ამისა, მენთოლს იყენებენ საძილე საშუალებად მომატებული აგზნებადობის, უძილობისა და ნევროზული მდგომარეობის დროს.

ხოლო სალბი გამოირჩევა ანტიანთებითი და ანტიმიკრობული ეფექტით. თუმცა მის პრეპარატებსაც აქვს მსუბუქი სპაზმოლიზური მოქმედება. ამ სამი მცენარის კომბინაცია საკმაოდ გონივრულადაა შერჩეული. ამ ნარევის ნაყენი დადებით ეფექტს მოგვცემს ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით და ნერვული აგზნებით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევაში.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია