ნახეთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი თავის მოვლისა და სილამაზისთვის. ეს შესანიშნავია!

3617

ნახეთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი თავის მოვლისა და სილამაზისთვის. ეს შესანიშნავია!

დღეს გვინდა გესაუბროთ თუ რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს ლიმონმა. ლიმონი არის ძალიან სასარგებლო ციტრუსი. მას შეუძლია უამრავი სარგებელის მოტანა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრმა არ იცის თუ როგრო გამოიყენოს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლიმონი არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, B ჯგუფის ვიტამინების, ფოსფორისა და C ვიტამინის საბადო.

ლიმონი ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასუფთავებს საშარდე გზებს, ამშვიდებს თავის ტკივილებს და ეხმარება წონის დაკლებას.

ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა კანის პრობლემებისა და მდგომარეობების სამკურნალოდ. ამიტომ, მას ხშირად ამატებენ სხვადასხვა კრემებში, პილინგში, ლოსიონებსა და ნიღბებში, ასევე თმის მოვლის საშუალებებსა და პროდუქტებში, რომლებიც გამოიყენება ფრჩხილებისა და კბილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ლიმონის ყოველდღიური გამოყენება:

  • კვებავს კანს

ლიმონის წვენი წაისვით თქვენს სახეზე ბამბის ბურთის გამოყენებით, კვებავს კანს, ათეთრებს  მას და რჩება რბილი და სუფთა.

  • აშორებს ლაქებს სახეზე

წაისვით სახეზე ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ის გაწმენდს კანს, შეამცირებს მუქ ლაქებს, ასაკობრივ ლაქებს და მოაშუშებს აკნეს.

  • აშორებს აკნეს

ლიმონი ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, რადგან ისინი მდიდარია C ვიტამინითა და მინერალებით, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც უზრუნველყოფენ ძლიერ ანტიბაქტერიულ თვისებებს.

  • კვებავს ფრჩხილებს

ჩააწყეთ ფრჩხილები ლიმონის წვენში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამობანის მეთოდით გაასუფთავეთ თეთრი ძმრისა და ცხელი წყლის თანაბარი რაოდენობის ხსნარით. ლიმონის წვენი ეხმარება ფრჩხილებს გამკვრივებასა და გაჯანსაღებაში.

  • ხელს უშლის გახეთქილ ტუჩებს

ძილის წინ წაისვით ლიმონის წვენი მშრალ და გახეთქილ ტუჩებზე. იგი არბილებს ტუჩებს და ეხმარება მკვდარი უჯრედების გამოდევნაში. .

  • გამოიყენეთ  როგორც ბუნებრივი დეოდორანტი

გაჭერით ლიმონი შუაზე და გაიწმინდეთ იღლიები, დააყოვნეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგს მიიღებთ რამოდენიმე გამოყენების შემდეგ.

  • ლიმონი როგორც ქერტლის მოსაშორებელი

ლიმონის წვენი აკონტროლებს თავის კანის ქავილს და მკურნალობს ქერტლს. ის აბალანსებს pH დონეს და ამცირებს ზედმეტი ზეთის გამოყოფას. გარდა ამისა, მისი ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უშლის თავის კანის ინფექციებს.

გამოწურეთ 2 ლიმონი და მიღებული წვენი გადაივლეთ თავზე შამპუნის შემდეგ. გაიჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

  • ამცირებს სტრიებს

სტრიები სერიოზული კოსმეტიკური პრობლემაა და ერთ-ერთი ყველაზე ძნელი სამკურნალოა.თუმცა ეს ლიმონისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. ლიმონი შესანიშნავი საშუალებაა მათი ბუნებრივად მოსაშორებლად.

გარდა ამისა, ლიმონის წვენის მსუბუქი მჟავე მოქმედება აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ახლის განვითარებას. გაჭერით შუაზე ლიმონი. მისი ნაჭერი წრიული მოძრაობით 5 წუთის განმავლობაში წაისვით დაზარალებულ ადგილებში, შემდეგ გააშრეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე. შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

Facebook კომენტარები