გიზიარებთ თმის ცვენის სამკურნალო მცენარეულ საშუალებას, რომელიც ალბათ ბევრს გამოადგება! სცადეთ ნამდვილად არ ინანებთ. .

2939

გიზიარებთ თმის ცვენის სამკურნალო მცენარეულ საშუალებას, რომელიც ალბათ ბევრს გამოადგება! სცადეთ ნამდვილად არ ინანებთ. .

ყველა სახის პრობლემა ეს იქნება დაკავშირებული ჯანმრთელობასთან თუ სილამაზესთან, გარკვეულწილად თრგუნავს ადამიანს.

დღესდღეობით მათ წინააღმდეგ არა ერთი საშუალება არსებობს, თუმცა რეალურად რომ დავფიქრდეთ მათი უმეტესობა ან ქიმიურ საშუალებებზეა დაფუძნებული რაც ასევე მავნეა ჩვენი ორგანიზმისთვის ან ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ყველას არ შესწევს ფინანსები რომ შეიძინოს იგი

ხოლო სწორედ ამ დროს ჩვენ ხალხური მედიცინის კვალდაკვლა გთავაზობთ ალტერნატიულ, ბუნებრივ საშუალებებს რომლებიც ეფექტურობითაც გამოირჩევა და თან ყველასათვის ხელმისაწვდომია

ვიცი თმის ცვენის სამკურნალო მცენარეული საშუალება, რომელიც ალბათ ბევრს გამოადგება: საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ 100 გ ალოეს ფოთლების წვენი, 1/4 ჭიქა აბუსალათინის ზეთი და 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი.

კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და შეიზილეთ თავის კანში, შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, ზემოდან — ნაქსოვი ქუდი. ერთი საათის შემდეგ თავი დაიბანეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველი თავის დაბანის წინ. 2-3 თვეში გამელოტებულ ადგილზე თმა ამოვა და სწრაფად დაიწყებს ზრდას. - ჩემს ახლობელ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო, ვასწავლე ეს რეცეპტი და ძალიან კარგი შედეგი მიიღო. იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალ კომპონენტებს აქვს ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილთა რეგენერაციული, ანტიბაქტერიული, მკვებავი ეფექტი. ხახვი, ალოე და ლიმონი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია, რომელთაც სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო მრავალმხრივი სამკურნალო მოქმედება ახასიათებს. აბუსალათინის ზეთი, ზოგადად, საფაღარათო საშუალებაა, თუმცა იგი მედიცინაში გარეგან საშუალებადაც გამოიყენება დამწვრობების, წყლულების სამკურნალოდ, კანის დასარბილებლად, თმის გასამაგრებლად.

თუ თმის ცვენა გამოწვეულია ადგილობრივი ანთებითი, ინფექციური ან დესტრუქციული პათოლოგიური პროცესით, ეს ნარევი მართლაც გიშველით. თუმცა, გენეტიკური ალოპეციის (გამელოტების), აგრეთვე ზოგადი პათოლოგიით გამოწვეული სიმელოტის დროს შესაძლოა შედეგი ვერ მიიღოთ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია