რამდენიმე მნიშნელოვანი მიზეზი თაფლიანი წყლის დასალევად. აუცილებელია, სწორად მოამზადოთ!

534

რამდენიმე მნიშნელოვანი მიზეზი თაფლიანი წყლის დასალევად. აუცილებელია, სწორად მოამზადოთ!

ალბათ ადამიანების სულ მცირე რაოდენობა თუ მოიპოვება ვინც ჯერ კიდევ არ იცის, თუ რაოდენ  სასარგებლოა თაფლიანი წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

არადა მას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ და კოსმეტიკური მიზნებისთვისაც იყენებდნენ. უფფრო კონკრეტულად რომ გაგაცნოთ რა სარგებლის მოტანა შეულძია მას თვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის სრულად წაიკითხეთ ინფორმაცია :

ეფექტურად დაგეხმარებათ გახდომაში:

წყალი და თაფლი წონის კლების პროცესში ნამდვილად დაგეხმარებათ. თაფლის შაქარი ერთ ერთი ნატურალური შაქარია და ამავდროულად ის კალორიების ჯანსაღი წყაროა. შედეგად, ტკბილი სასმელების და ტკბილეულისადმი ლტოლვას ამცირებს. ასე მისი მეშვეობით მავნე კალორიებს ნაკლებად მიიღებთ და ჭარბ წონას შეამცირებთ.

თუნდაც დილით, უზმოზე დალეული 1 ჭიქა თბილი წყალი თაფლთან ერთად საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. თაფლის წარმოუდგენელი ანტისეპტიკური თვისება გულძმარვას მოგაშორებთ, ამავდროულად ნაწლავების ლორწოს წარმოებას გაზრდის. სასმელი მსხვილი ნაწლავის დატენიანებასა და ყაბზობის მოხსნაშიც ეფექტურად დაგეხმარებათ. შედეგად კი, ჭარბი წონა თანდათან შემცირდება.

ასევე ეფექტურად დაეხმარება თქვენს იმუნური სისტემის გაძლიერებას:

თაფლს აქვს ის უნიკალური თვისებები, რომლებიც იმუნურ სისტემის გაძლიერებას ეხმარება. უმი თაფლი სავსეა ვიტამინებით,ფერმენტებით და მინერალებით, რომლებიც ბაქტერიებისგან დასაცავად წინა რიგებში დგანან.

თუ ალერგიებისადმი მიდრეკილნი ხართ, მაშინ თაფლიანი წყალი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ:

თაფლის რეგულარული მიღება ორგანიზმს სხვადასხვა სახის ალერგენებთან შეგუებაში ეხმარება. თავის მხრივ, ასე გარემოს მიმართ ალერგიული მგრძნობელობაც მცირდება

თაფლიანი წყლის მომზადების და გამოყენების წესი:

1 ჩ/კ უმი თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს აურიეთ. ამრიგად 30% თაფლის ხსნარს მიიღებთ, რომელიც თავისი შემადგენლობით პლაზმის იდენტურია. თაფლი წყალში ქმნის ნაერთს, რომელიც თავად წყლის სამკურნალო უნარს ზრდის. ეს ფაქტი მეცნიერულად დამტკიცებულია. თაფლის და წყლის ნარევი ორგანიზმს ამშვიდებს. ასეთი წყლის ეფექტურობას გაზრდით, თუ მინიმუმ 2–3 საათით დააყენებთ. სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ.

და ბოლოს როგორ დავლიოთ თაფლიანი წყალი:

დღის განმავლობაში შეგიძლიათ იმდენი ჭიქა დალიოთ, რამდენიც გსურთ, თუ დღიური თაფლის მოხმარების რაოდენობას არ გადააჭარბებთ. თუმცა გახსოვდეთ ისიც, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და თაფლი გამონაკლისი არაა. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სასმელი ნატურალურ წყალს ვერ ჩაანაცვლებს და უარი არ თქვათ ორგანიზმის დატენიანებაზე, რომლის მოცემაც მხოლოდ სუფთა წყალს შეუძლია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია