წონაში ეფექტური კლება მარტივი არაა, თუმცა არც შეუძლებელი! ეს სკრაბი ბევრს დაეხმარა, თქვენც სცადეთ

444

წონაში ეფექტური კლება მარტივი არაა, თუმცა არც შეუძლებელი! ეს სკრაბი ბევრს დაეხმარა, თქვენც სცადეთ

საკმაოდ ხშირად გაიგონებთ გარშემომყოფებისგან რომ მათ არა ერთი საშუალება სცადეს თვეების განმავლობაში, მაგრამ წონაში ვერ იკლებენ. ეს კი არა მარტო ვიზუალის გამო სურთ, არამედ უკვე მათ ჯანმრთელობასაც ეხება, თუმცა შედეგი მაინც არ დგება

საინტერესოა რატომ? რამდენად გიფიქრიათ რომ ამდენი უშედეგო მცდელობა შესაძლოა ნაწლავებს უკავშრიდებოდეს, რომლებიც თავიანთ ფუნქციას სრულყოფილად ვეღარ ასრულებენ და შესაბამისად მთლიანად ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმის პროცესი, რაც ჩვენს წონასთან პირდაპირ კავშირშია

აბა კარგად დაფიქრდით!

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ტრადიციული რეცეპტი, რომელსაც სწორედაც, რომ ნაწლავების ფუნქციის აღდგენა შეუძლია. ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე, რომ იგი ნაწლავებს ნაზად, ზედმეტი გაღიზიანების გარეშე წმენდს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

ასევე რაც მთავარია: ამ გასაოცარი საშალების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია, აქ საუბარი არ გვექნება ძვირადღირებულ პროდუქტებზე!

დაბინძურებული ნაწლავები ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების განვითარებასთან. ტოქსინები რომლებიც შესაძლოა მასში ილექებოდეს შემდგომ სისხლში გადადის და მოქმედებს არა მარტო შინაგანი ორგოების ფუნქციონირებაზე, არამედ ჩვენს წონაზეც და კანის სტრუქტურაზე!

ამიტომაც ნუღარ გადადებთ და მოამზადეთ ეს უსაფრთხო, თუმცა ეფექტური სკრაბი!

თუ სახლში მოგეპოვებათ სელის თესლი შეგიძლიათ იგი ყავის საფქვავში დაფქვათ ანდა პირდაპირ შეიძნოთ სელის ფქვილი, რომელიც ის პროდუქტი რაც ჩვენ გვჭირდება, რადგან სელი ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში არსებულ ანთებით პროცესებს აქრობს და ასევე ორგანიზმს ჭიებს აშორებს.

მთავრია სელის თესლის ფქვილი სწორად უნდა მიიღოთ. მოხმარების რეცეპტი საკმაოდ მარტივია. აუცილებელია სელის ფქვილი ნებისმიერი ცხიმიანობის კეფირს აურიოთ. ხოლო ასეთი ნარევი დილით, საუზმის ნაცვლად მიიღეთ.

ნარევის მიღების გეგმა შემდეგია: პირველ კვირას 100 მლ კეფირს 1 დესერტის კოვზი ფქვილი დაუმატეთ.

- მეორე კვირას ამავე რაოდენობის კეფირს უკვე 2 დესერტის კოვზი სელის ფქვილი დაუმატეთ.

- მესამე კვირას 150 მლ კეფირი და 3 დესერტის კოვზი სელის ფქვილი აურიეთ და დალიეთ.

რჩევა: პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ სელის თესლი ნებისმიერ კერძს დაუმატოთ. ნორმის გადაჭარბებას (2-3 ს/კ დღეში) არ გირჩევთ. 3 კვირის განმავლობაში უზმოზე სელის ფქვილის მიღებით ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდთ, წონას დაარეგულირებთ და ჭიებს მოიშორებთ.

რაღა თქმა უნდა გახსოვდეთ, ყველაფერს დრო სჭირდება, თუმცა თუ აღნიშნულ მეთოდს რეგულარულად გამოიყენებთ შედეგს უკვე თავადვეც მარტივად შეამჩნევთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია