“ხშირად გამომდის ხოლმე ძირმაგარა, ალბათ ყველას გამოუციდა როგორი მტკივნეულია და რა ძნელად ემორჩილება მკურნალობას! პირადად მე მას ამ 2 ხალხური რეცეპტით ვებრძვი. .”

631

"ხშირად გამომდის ხოლმე ძირმაგარა, ალბათ ყველას გამოუციდა როგორი მტკივნეულია და რა ძნელად ემორჩილება მკურნალობას! პირადად მე მას ამ 2 ხალხური რეცეპტით ვებრძვი. ."

ხშირად გამომდის ხოლმე ძირმაგარა, ალბათ ყველას გამოუციდა როგორი მტკივნეულია და რა ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ნათესავმა მასწავლა, ვარდკაჭაჭას ფესვები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე და მიღებული ფაფა მტკივნეულ ადგილას დაიდეო. არც კი მჯეროდა, რომ ასეთ შედეგს მივიღებდი: ის, რასაც ვერც ერთი წამალი ვერ ერეოდა, ვარდკაჭაჭამ ორ დღეში მომირჩინა

იქნებ თქვენც გამოგადგეთ სცადეთ, აბა!

ექიმის კომენტარი: თავდაპირველად მკითხველი უნდა გავაფრთხილო, რომ ძირმაგარების ანუ ფურუნკულების გამოყრა მეტად ყურადსაღები სიმპტომია შაქრიანი დიაბეტისა. დიაბეტის დროს ხშირია კანის ჩირქოვანი წარმონაქმნები. ამიტომ გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი შაქრის (გლუკოზის) შემცველობაზე და თუ შაქრის დონე მომატებულია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ენდოკრინოლოგს. ვარდკაჭაჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავის ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. აქვს მოცისფრო-ლურჯი ყვავილი. მცენარის ღერო, ტოტები და ფესვები შეიცავენ რძისებრ წვენს.

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი, უპირატესად, ფესვები, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, შეიცავს ფრუქტოზას, ლევულოზას, ქოლინს. ვარდკაჭაჭას იყენებენ კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი, ნაღველ-კენჭოვანი და თირკმელების დაავადების, ელენთის გადიდების, სისხლნაკლებობის, ჰეპატიტის, ციროზის და ღვიძლის სხვა დაავადებათა დროს. მცენარეს აქვს მადის მომგვრელი, მიკრობსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და საკვების გადამუშავებას. გარდა ამისა, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

ვარდკაჭაჭას ნაყენი (1 ს/კ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალზე) აწესრიგებს გულის მუშაობას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ფესვები უნდა მოაგროვოთ გვიან შემოდგომაზე.

ასევე მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, რომ შემდგომ იგი ძირფესვიანად ამოვარდეს. თუმცა დღევანდელ სტატიაშ კიდევ ერთ ხალხურ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება.

სასწაულმოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირმაგარა მომწიფდეს.

რეცეპტი: აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადისფქვილი, რასაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ერთი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ.

ეს საშუალება ბებიამ მასწავლა — ნებისმიერ ჩირქგროვას (მათ შორის დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) უხდებაო.

მისი მომზადებით არაფერს ვკარგავთ,სამაგიეროდ კი შესაძლოა შესანიშნავი საშუალება გამოგვივიდეს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია