“ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის ციროზი, წავიკითხე რომ ამ დროს თურმე კარგ შედეგს იძლევა ასკილისა და ჭინჭრის ნაყენი! რაც მისი გამოყენება დაიწყო მას შემდეგ მუცელში სითხე აღარ ჩასდგომია, საერთოდაც, უკეთაა და თავს კარგად გრძნობს”

4125

"ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის ციროზი, წავიკითხე რომ ამ დროს თურმე კარგ შედეგს იძლევა ასკილისა და ჭინჭრის ნაყენი! რაც მისი გამოყენება დაიწყო მას შემდეგ მუცელში სითხე აღარ ჩასდგომია, საერთოდაც, უკეთაა და თავს კარგად გრძნობს"

ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის ციროზი. გამუდმებით სვამდა წამლებს, მაგრამ მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთ ფიტოთერაპიულ წიგნში წავიკითხე, რომ ღვიძლის ციროზის დროს კარგ შედეგს იძლევა ასკილისა და ჭინჭრის ნაყენი.

დავამზადე წამალი და ერთი თვის განმავლობაში ვასმევდი მეუღლეს. მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი: მას შემდეგ მუცელში სითხე აღარ ჩასდგომია, საერთოდაც, უკეთ არის, თავს კარგად გრძნობს, თანაც ქიმიურ წამლებს აღარ სვამს და ეს ყველაზე მეტად ახარებს.

ვიცი, რომ ეს ავადმყოფობა ბევრს აწუხებს. იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი რჩევა. ნაყენის დამზადების წესი ასეთია: აიღეთ 2 ს/კოვზი ასკილის ნაყოფი და 1 ს/კოვზი ჭინჭრის ფოთლები, დაასხით 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში.

ნაყენის მიღების შემდეგ შარდის გამოყოფა გაგიძლიერდებათ, მოგიწესრიგდებათ კუჭის მოქმედებაც. გისურვებთ ჯანმრთელობას.

ექიმის კომენტარი: ასკილი C ვიტამინით მდიდარი მცენარეა. იგი ააქტიურებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ორგანიზმში. გარდა ამისა, აქვს ანტისკლეროზული, ქოლესტერინის საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიანთებითი, დიურეზული (შარდმდენი) და ნაღველმდენი ეფექტი, ააქტიურებს ფერმენტულ სისტემებს.

ამ მცენარეს მართლაც განსაკუთრებული დადებითი შედეგი აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. ჭინჭარი მდიდარია K ვიტამინით, რომელიც ღვიძლში შემდედებელი ფაქტორის — პროთრომბინის გამომუშავებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ნაღველმდენი და ლორწოვანის რეგენერაციის გამაძლიერებელი ეფექტი, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია