ხალხური მეთოდით ინჰალაცია, რომელიც სველი და მშრალი ხველის მოსაშორებლად ეფექტურად გამოგადგებათ!

567

ხალხური მეთოდით ინჰალაცია, რომელიც სველი და მშრალი ხველის მოსაშორებლად ეფექტურად გამოგადგებათ!

დარწმუნებულნი ვართ ბავშვობაში რომელიმე თქვექნგანს სურდოს და ხველის დროს ორთქლის ინჰალაცია სხვადასხვა მცენარით ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ. ამისთვის მშობლები ქვაბს, ცხელ წყალს, მცენარეებს და პირსახოცს იყენებდნენ. მსგავსი ხალხური მეთოდი საკმაოდ ეფექტური იყო. ამ მიზნით ხშირად კარტოფილის ნახარშსაც იყენებდნენ, თუმცა ინჰალაციისთვის ბევრი სამკურნალო მცენარე არსებობს.

სწორედ დღევანდელ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, რომელი მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალაციისთვის, როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ინჰალაციის გაკეთების წესები კი შემდეგნაირია:

გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ ინჰალაციას ხალხური მეთოდით იკეთებთ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამისთვის ტემპერატურის 50 გრადუსამდე შემცირებას დაელოდეთ და ორთქლი ამის შემდეგ ისუნთქეთ. ბავშვების შემთხვევაში ტემპერატურა 40 გრადუსამდე შემცირებული უნდა იყოს. ზრდასრულებმა ორთქლის პროცედურა 5 წუთით, ხოლო ბავშვებმა 3 წუთით უნდა ჩაიტარონ. აუცილებელია სიფრთილისთვის, რომ ორთქლისგან 40 სმ–ით დაშორებული უნდა იყოთ. ამ დროის განმავლობაში თავზე პირსახოცი გადაიფარეთ, რომ აბანოს ეფექტი შექმნათ და მთავარია, რომ პროცედურის დროს არ შეისვენოთ. თუ სუნთქვა გიჭირთ, უბრალოდ ორთქლის პროცედურა შეწყვიტეთ.

ბალახები მშრალი ხველის დროს – მშრალი ხველა ჯერ სველ ხველაში უნდა გადაიყვანოთ და ამის შემდეგ ნახველი ფილტვებიდან მაქსიმალურად გამოდევნოთ. გამოგადგებათ შემდეგი მცენარეები:

  • გვირილა, რომელსაც დამამშვიდებელი და ბაქტერიციდული ეფექტი აქვს, ვირისტერფა, რომელიც გაღიზიანებას აქრობს და ნახველს ზრდის.
  • ცაცხვი, რომელიც მშრალ ხველას სველად გარდაქმნის და სუნთქვას ამარტივებს.
  • სამყურა, რომელიც ნახველს ზრდის და მშრალი ხველისას ეფექტურია, გულსოსანას ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება აქვს,
  • ქარაქოზი, რომელიც ხველის ძლიერ შეტევას ებრძვის და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ზოგიერთი მცენარე ნახველს არ ზრდის, მაგრამ ბრონქებს აფართოებს და სუნთქვას ამარტივებს, ამ მცენარეთა ჩამონათვალს მიეკუთვნება:

  • წყლის იელი, როზმარინი
  • მრავალძარღვა, ბეგქონდარა

მცენარეები სველი ხველის დროს – ამ შემთხვევაში ამოსახველებელი თვისებების მქონე ბალახები გჭირდებათ, მაგალითად როგორიცაა:

  • ბეგქონდარა, პიტნა, ცერეცო, სალბი

სველი ხველის დროს დამატებით სავლების გამოყენება ეფექტურია. სავლების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის, გვირილას, ფიჭვის კვირტების და სალბის ნახარში. მტკივნეული ხველისას ბეგქონდარას, კრაზანას, თავშავას და ტირიფის ქერქის ნახარში გამოგადგებათ.

ბალახები ბავშვებში ხველის დროს – 3 წლამდე ბავშვებისთვის მსგავსი ფიტოთერაპია დაუშვებელია. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. ბავშვებისთვის ინჰალაციის გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მცენარეები:

  • ცაცხვი, გვირილა, ანწლი, კამის თესლი
  • ცერეცო, სამყურა, ბეგქონდარა

გაგვიზიარეთ თქვენ რომელი ბალახის ნახარშს იყენებთ ინჰალაციისთვის?

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია