მეჭეჭების გაქრობის რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ

5003

მეჭეჭების გაქრობის რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ

მეჭეჭები-კანზე მცირე ზომის მრგვალი მაგარი ხორცმეტები- უმეტესად ბავშვებსა და მოზრდილთა დაავადება. მათი გამომწვევი მიზეზია ვირუსები. ამიტომ ისინი გადამდებია და არც თუ იშვიათად ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს.

მეჭეჭები არის კეთილთვისებიანი ზრდა კანზე, რომელიც სიმსივნეს ჰგავს. ყველაზე ხშირად გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით. იგი შეხედულებით მომრგვალო ან ოვალური წარმონაქმნია, რომლის ზომა 2-დან 15 მმ-მდეა.

გადამდებია მეჭეჭები?

სამწუხაროდ კი. ის ვრცელდება კანის ზედაპირზე და გადაეცემა სხეულით ან სქესობრივი გზით. უფრო მეტიც, ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ რამდენიმე თვე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი და დააინფიციროს მეორე პიროვნება მეჭეჭებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჯერ არ გამოჩენილა.

თუ არ იცით, როგორ მოიცილოთ მეჭეჭები და დაიღალეთ სამკურნალო საშუალებების ძებნით, მაშინ გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხალხური მეთოდები.

ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებებია:

  • ნიორის მალამო

რამდენიმე კბილი ნიორი დააქუცმაცეთ და აურიეთ ვაზელინი (1:! შეფარდებით) ასევე შეიძლება ღორის ცხიმის გამოყენებაც.მალამო უნდა წაისვათ მეჭეჭზე მთელი ღამის განმავლობაში.

  • ვაშლის წვენი

ვაშლის მჟავე წვენი დაგეხმარებათ მეჭეჭის მოცილებაში. აიღეთ 1 ცალი ვაშლი (სასურველია მომჟავო გემოსი) გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. შემდეგ ამ წვენში დაასველეთ მარლა და დაიდეთ მეჭეჭზე. ეს მეთოდი გაიმეორეთ ყოველდღიურად 1-დან 2 კვირის მანძილზე.

  • ალოე 

გაიკეთეთ ალოეს კომპრესები მთელი ღამით. აიღეთ 1 ცალი ალოეს ფოთოლი. გაჭერით შუაზე და ჭელიანი მხარით დაიდეთ მეჭეჭზე. გაიჩერეთ მთელი ღამე და დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მეჭეჭის სრული გაქრობისთვის საკმარისია 4 პროცედურა.

  • კარტოფილი

მეჭეჭების მოსაშორებლად ასევე გამოიყენება კარტოფილი. მეჭეჭი დაისველეთ სოდის ხსნარში და ზემოდან დაიდეთ კარტოფილის ფირფიტა მთელი ღამით. ნედლი კარტოფილი შეიცავს სოლანინს, რაც ხელს უწყობს ფორმირების აღმოფხვრას.

  • ძმარი-როგროც მეჭეჭების მკურნალი

აიღეთ 1 საშუალო ზომის ხახვი და მოხარშეთ კანიანად 1 ჭიქა ძმარში, მიღებული ნარევი წაისვით მეჭეჭებზზე.

აიღეთ 3 თავი ნიორი და გახეხეთ. დაასხით 1 ჭიქა ძმარი და დატოვეთ თბილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დაასველეთ ბამბის ტამპონი მიღებულ ხსნარში და გაიკეთეთ კომპრესები.

შენიშვნა:

მეჭეჭების საშინაო-მცენარეული მკურნალობა ეფექტური მეთოდია. მაგრამ მაინც სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ძმარმა, ალკოჰოლმა და სხვა პროდუქტებმა შეიძლება დატოვონ ნაწიბურები და დამწვრობა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია