1 თვის წინ ექიმმა მირჩია,თევზის ცხიმი კაფსულები მიმეღო, ძალიან მომიხდა და სამუდამოდ მომიმადლიერა!
თევზის ცხიმი/ქონი ძველი, ცოტათი მივიწყებული წამალია –, თუმცა ამჟამად კვლავ პოპულარულობით სარგებლობს. ეს გასაკვირიც არ არის – ბოლო წლებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან პოპულარულია, რომელიც არამხოლოდ სპორტით დაკავებას, არამედ, სწორ კვებასაც მოიცავს.
თევზის ცხიმი ორგვარია – კაფსულებში და თხევადი. პირველი ფორმა გაცილებით იაფია, მაგრამ აქვს არც თუ ისე სასიამოვნო გემო და სუნი. ამიტომ, უმეტესობა კაფსულებს ირჩევს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ზუსტად გაგაცნოთ თევზის ცხიმის/ქონის სარგებელზე.
თევზის ცხიმის/ქონის კაფსულებში – სასარგებლო თვისებები
თევზის ცხიმის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ოლეინის მჟავა,გლიცერიდები, პალმიტინური მჟავა, მჟავები ომეგა-3 ს ომეგა-6.
ომეგა-3 მჟავები ჰაერთან შეხებაში სწრაფად მჟავდება და გამოყენებისთვის უვარგისი ხდება, სწორედ ამიტომ კაფსულა იცავს მჟავიანობისგან და მისი ვარგისიანობის ვადა იზრდება.
თევზის ცხიმის სარგებელზე მასში შემავალი D და A ვიტამინები მეტყველებს. A ვიტამინი მხედველობის და კანის უჯრედების პიგმენტების ზრდას და რეპროდუქციას უწყობს ხელს. ამ ვიტამინების წყალობით, თევზის ცხიმი სასარგებლოა ფრჩხილებისთვის, თმისთვის და კანისთვის.
D ვიტამინი ხელს უწყობს უკრედებში კალციუმისა და ფოსფორის შეღწევას, ამცირებს ნერვულ აღგზნებადობას, ამიტომაც ურჩევენ ექიმები მას ბავშვებისთვის.
მაგრამ არსებობს ერთი სასწაულმოქმდედი რეცეპტი პიგმენტური ლაქების და ნაოჭებისა საწინააღმდეგოდ: კარგად შეურიეთ 1 ჩ.კ. თევზის ცხიმი და იმავე რაოდენობის თაფლი. წაისვით სახეზე 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ გვირილის ნაყენით.
თევზის ცხიმი შესანიშნავია ზედმეტ წონასთან გასამკლავებლად, იგი ასევე საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის მუშაობასაც
გინეკოლოგები ქალებს ურჩევენ მენსტრუალური ტკივილის დროს მიიღონ თევზის ცხიმი.
ჩვენი რჩევა! რა თქმა უნდა, თევზის ცხიმის სარგებელი უდავოა, მაგრამ თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ამ წამალს მიიღებთ.