როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან? ინფორმაცია, რომელიც ყველას გამოადგება!

5012

როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან? ინფორმაცია, რომელიც ყველას გამოადგება!

მარტივი გზები!

ნამდვილი თაფლი დაშაქრულია ქვემოდან და არა ზემოდან.

ასევე ერთი რამ ცხადია! სუფთა თაფლი ცოტა ხნის შემდეგ კრისტალიზდება. თუ დროთა განმავლობაში არ კრისტალიზდება, ეს ნიშნავს, რომ ის გაყალბებულია. თაფლის ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტები. არ უნდა იყიდოთ თაფლი, რომელიც შეიცავს კომერციულ გლუკოზას და მაღალი ფრუქტოზის სიმინდის სიროფს.

– ჭიქა წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ცოტა თაფლი. თუ თაფლი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ ის სიმინდის სახამებელშია შერეული.– მაჯაზე დაწვეთებული ნამდვილი თაფლის წვეთი არ იშლება.
– თუ ბოთლში ჩასხმული თაფლი თავდაყირა დაატრიალეთ, მაშინ ამოიჭრება ჰაერის ორი ბუშტი – ჯერ პირველი დიდი, შემდეგ მეორე პატარა.

თუ გადაატრიალებთ არა ბოთლს, არამედ ქილას (ლიტრი ან სამ ლიტრი), მაშინ უნდა იყოს ერთი ჰაერის ბუშტი. თუ კიდევ რამდენიმე პატარა ბუშტი გამოჩნდება, თაფლი არ არის ნამდვილი.

– ნამდვილი თაფლის კოვზით ამოღებისას წარმოიქმნება თხელი ნაკადი („წვრილი ძაფის მსგავსი“), რომელიც არ წყდება

6. თუ ქაღალდს ქვემოდან ცეცხლს უკიდებენ, რომელზეც თაფლია მოთავსებული თაფლი არ იწვება.

და ბოლოს თუ თქვენი თაფლი უკვე დაშაქრულია, შეგიძლიათ გახსნათ წყლის აბაზანაში. და თუ გახსნილ თაფლში ცვილის ნაჭრები აღმოაჩენთ, მაშინ თაფლი ნატურალურია! მაგრამ მაინც გადაამოწმეთ ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პუნქტით!

Facebook კომენტარები