ამ მცენარის ფოთლები, მართლაც ღვთის საჩუქარია: მათ შეუძლიათ დიაბეტის, წნევის და თავის ტკივილის დროს დაგეხმარონ

1955

ამ მცენარის ფოთლები, მართლაც ღვთის საჩუქარია: მათ შეუძლიათ დიაბეტის, წნევის და თავის ტკივილის დროს დაგეხმარონ

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები. მას უფრო ხშირად კერძის სანელებლის სახით იყენებენ, მაგრამ დაფნის ფოთოლი იდეალური ალტერნატიური სამკურნალო საშუალებაცაა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მცენარის ყველა ნაწილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარედან.

დაფნის ფოთლები შეიცავს ლიგნანურ გლიკოზოიდებს,სესქვიტერპენებს, ალკალოიდებს, მუცინებს, ტანინებს, მწარე ნივთიერებებს და ფისს. ტანინების და სხვა აქტიური ნივთიერებების გარდა მასში 3 %-მდე ეთერზეთი შედის, რომელიც ძირითადად ცინეოლისგან (70 %) შედგება.

ამის წყალობით დაფნას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისება აქვს და გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური და ანტიფუნგალური საშუალება.

რომელი დაავადების დროს გიშველით დაფნის ფოთოლი:

  • საჯდომი ნერვის პრობლემა,თავის ტკივილი და შაკიკი
  • ხვრინვა,შეშუპება, სისუსტე და მოთენთილობა
  • კუნთოვანი დაღლილობა
  • კანის ინფექცია,ცისტიტი, ოტიტი,
  • კუნთოვანი და ნერვული შეკუმშვები
  • ძილიანობა, მუცლის შებერილობა და გაზები
  • დეპრესია, ართრიტი

დაფნის ფოთლისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მისგან ჩაი უნდა დაამზადოთ!!

ამ ყველაფისთვის კი საჭირო ინგრედიენტებია:

  • წყალი,
  • 30 გრ მშრალი დაფნის ფოთოლი

მომზადების მეთოდი საკმაოდ მარტივია:

თავდაპირველად წყალი აადუღეთ და მასში გამომშრალი ფოთლები დაუმატეთ. კვლავ რამდენიმე წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააგრილეთ. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. გირჩევთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, დალიოთ.

ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ დაფნის ფოთლის სარგებელს ჯანმრთელობისთვის

დაფნა გვეხმარება მუცლის შებერილობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, მწვავე ტკივილის და კუჭის წყლულის მკურნალობაში

ის C და A ვიტამინების, მანგანუმის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის და რკინის შესანიშნავი წყაროა. ამავდროულად კი დაფნის ეთერზეთი ართრიტით გამოწვეულ ტკივილს ამცირებს. ამისთვის მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. ეთერზეთი (3%) მცენარეულ ზეთში გააზავეთ.

მისი დამხაებით ქერტლის მოშორებაც საკმაოდ მარტივააა შესაძლებელი: ამისთვის თმაზე დაფნის ფოთლის შემცველი ხსნარი გადაივლეთ, ანუ უბრალოდ დაფნის ფოთლების ნახარში წყალი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია