გახსოვთ ბოლოს როდის მიირთვით კისელი? თურმე ის გასტრიტის დროს საუკეთესო მშველელი ყოფილა, აუცილებლად მიიღეთ საუზმესა თუ ვახშამზე

970

გახსოვთ ბოლოს როდის მიირთვით კისელი? თურმე ის გასტრიტის დროს საუკეთესო მშველელი ყოფილა, აუცილებლად მიიღეთ საუზმესა თუ ვახშამზე

ალბათ ბავშვობაში უმეტესობა ჩვენგანს კისელი არ უყვარდა, რაც მისი ლორწოვანი კონსისტენციიდან გამომდინარეობდა, რომელიც დალევის დროს თითქოს არცისე სასიამოვნო იყო. თუმცა უკვე ახლა ამ პროდუქტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შეიცვალა.

თუ გადაწყვიტავთ მის კვლავ დაგემოვნებას აღმოაჩენთ, რომ თურმე კისელი საკმაოდ სასიამოვნო გემოვნური თვისებებითაც ხასიათდება, ამასთან ერთად კი დადგენილია რომ მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომელთა შესახებაც უკვე გააზრებული ასაკიდან ვიცით, რადგან ამის შესახებ მშობლები გამუდმებით გვესაუბრებოდნენ

დღევანდელ სტატიაში კი ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ კისელის ყველა სასარგებლო გავლენას ჩვენს ორგანიზმზე!

მაშ რითია სასარგებლო კისელი?

თავდაპირველად გეტყვით, რომ კისელი უამრავ ელემენტს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, კერძოდ: მაგნიუმი,კალციუმი, ფოსფორი, რკინა და კალიუმი. მეორეც, თუ კენკრის და  ხილის კისელზე ვისაუბრებთ, მასში E და C ვიტამინებია, ხოლო შვრიისაში – B2, B1, B5 და РР.

ყველა ამ სასარგებლო ელემენტის შემცველობის ხარჯზე, კისელი ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს. იგი აუცილებლად უნდა მოიხმარონ მათ, ვისაც გასტრიტი, კუჭში სიმძიმის ხშირი შეგრძნება ან ნაწლავების დისბაქტერიოზი აწუხებთ.

ჩვენი მეგობრული რჩევა იქნება, რომ ყოველთვის იქონიეთ სამზარეულოში კისელის მოსამზადებელი ინგრედიენტები! თუ სპაზმები ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდებათ, იგი აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ან სულაც გაგათავისუფლებთ ამ მდგომარეობებისგან

ასევე გეტყვით იმასაც, რომ შვრიის კისელის მოხმარება არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ამასთან, იგი ორგანიზმს შლაკებისგან წმენდს.

თან შვრიის კისელი საუკეთესო დამხმარეა ტვინთან, თირკმლებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს. იგი ორგანიზმში არეგულირებს სისხლის შედედებადობას და გამოდევნის ჭარბ სითხეს, მავნე ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე. ასევე, ნორმაში მოჰყავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირება და ჰორმონალური ფონი.

ხოლო ცოტამ თუ იცის, რომ თაფლზე დამზადებული კისერი საუზმის იდეალური ვარიანტია. იგი ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს და გაფხიზლებთ, ამასთან, ასეთი კისელის მომზადება მინიმალურ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია