3 ეფექტური საშუალება ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

10702

3 ეფექტური საშუალება ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

ფეხის ფრჩხილის სოკოს მეორენაირად ონქიომიკოზი ჰქვია. მისი დამახასიათებელი თვისებებია-ფრჩხილის გასქელება და გაყვითლება.

თითის სოკო იწვევს თითის ანთებას და შეშუპებას.

არსებობს უამრავი, ხელოვნურად დამზადებული, საშუალება ფეხის სოკოს მოსარჩენად, მაგრამ მათ აქვთ ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები. ჩვენ გასწავლით 4 ბუნებრივ საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

1: ქოქოსის ზეთი.

ქოქოსის ზეთი შედგება ისეთი  მჟავასგან, რომელიც არის ძალიან ეფექტური ფეხის სოკოს მკურნალობაში.ის სწრაფად აღწევს ფრჩხილის დაზიანებულ ადგილებში და საფუძვლიანად აღმოფხვრის პრობლემას.

და როგორ დავიმუშავოთ ფრჩხილი?

აიღეთ ბამბის დისკი და ზედ დააწვეთეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი. დაიდეთ იგი დაზარალებულ ფრჩხილზე 15 წუთის განმავლობაში. ეს ფროცედურა გამოიყენეთ ყოველ დღე 1 კვირის განმავლობაში და ფეხის ფრჩხილის სოკო აუცილებლად გაქრება.

2: ჩაის ხის ზეთი.

ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიბიოტიკური თვისებები, რომლებიც ეფექტურად აშორებს ფრჩხილს სოკოს. იგი ასევე ამცირებს ინფექციით გამოწვეულ ანთებას.

მომზადება:

ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი წყალი და 4-5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. დაასველეთ მასში ბამბის დისკი და დაიდეთ სოკოვან ფრჩხილზე 10 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს დღეში 2-ჯერ ერთი კვირის განმავლობაში. სოკო გაქრება და აღარ გაგაწვალებთ.

3: ძმარი და სოდა.

ძმრისა და სოდის კომბინაცია სოკოსათვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ძმარი კლავს ფრჩხილების სოკოებს და სოდა ხელს უშლის მის გავრცელებას. იგი ასევე ინარჩუნებს ჯანმრთელ მიმდებარე კანს.

როგორ გამოვიყენოთ?

თავდაპირველად 1 ჭიქა თეთრი ძმარი და 3-4 ჭიქა თბილი წყალი აურიეთ ერთმანეთში. ჩააწყვეთ მასში სოკოვანი ფეხები 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დაუმატეთ ერთმანეთს 5 სუფრის კოვზი სოდა და 1 ჭიწა წყალი. დაალბეთ სუფთა ნაჭერი მასში და დაიდეთ დაზარალებულ ფრჩხილზე 15 წუთი. გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში 2-ჯერ იქამდე სანამ მთლიანად არ გაქრება სოკო.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია