სახის ბუნებრივი ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მოშვებული კანის გამკვრივებაში

1228

სახის ბუნებრივი ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მოშვებული კანის გამკვრივებაში

თუ თქვენ შეამჩნიეთ თქვენი სახის კანზე  ახალი ნაოჭები და დაღლილობის ნიშნები, დროა გაეცნოთ ამ სტატიას.  გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო შესანიშნავ ნიღაბს, რომელიც გაამკვრივებს თქვენს სახის კანს.

ამ მშვენიერი სახის ნიღაბის მოსამზადებლად  მხოლოდ ერთი აქტიური ინგრედიენტი გჭირდებათ-სელის თესლი.   შედეგი ძალიან ეფექტური და სწრაფია. გარდა ამისა, ეს დაზოგავს თქვენს ფულს და ნამდვილად შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს კრემებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ.

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ:  

1/2 ჭიქა სელის თესლი და წყალი

მომზადება:

ამ ნიღაბის მომზადება ძალიან მარტივია. თავდაპირველად, პატარა ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი (200 მლ/ლ) და გააჩერეთ ცეცხლზე.განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით სანამ წყალი დაიწყებს დუღილს. როდესაც წყალი ადუღდება, ორიოდე წუთის შემდეგ გადმოდგით ქვაბი და შეფუთეთ ბამბის ქსოვილით. ამ მდგომარეობით გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ სითხე.

როგორ გამოვიყენოთ?

აიღეთ ბამბის დისკი და დაასველეთ გამზადებულ ნარევში. წინასწარ კარგად დაბანილ სახეზე ნაზი მოძრაობებით დაიმუშავეთ სახე ამ დისკით. დაელოდეთ დაახლოებით 5-6 წუთი, სანამ სახეზე სითხე სულ არ გაშრება.ისევ დაიტენიანეთ სახე ამ სითხით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 4-5-ჯერ. შედეგს მიიღებთ ორი კვირის შემდეგ.

სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ამინომჟავებს, ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რაც მას შესანიშნავ კოსმეტიკურ პროდუქტად აქცევს ყველა ტიპის კანისთვის. სელის თესლი ასევე არის ლიგანების ტიპის ფიტოესტროგენების ძალიან მდიდარი წყარო, ელემენტები, რომლებიც ააქტიურებენ რეგენერაციულ მკურნალობას და კანს ხდიან გლუვს და მრავალმხრივ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია