გამოიყენეთ გლიცერინი კრისტალურად სუფთა კანისთვის 

7027

გამოიყენეთ გლიცერინი კრისტალურად სუფთა კანისთვის

გლიცერინი ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელია ჩვენი კანისთვის და ამავე დროს ღრმად ასუფთავებს თქვენს კანის ფორებს. ყველაზე კარგი ის არის, რომ გლიცერინი შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. იმისთვის, რომ თქვენი სხეული სუფთა და ლაქებისგან დაცული იყოს, საჭიროა გლიცერინის სწორად გამოყენება.  მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დამატენიანებელი და ასევე როგორც სახისა და სხეულის ლოსიონი.

გლიცერინი, როგორც დამატენიანებელი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ გლიცერინი
  • 1 ცალი E ვიტამინი
  • ¼ ჩ/კ ლიმონის წვენი

მოათავსეთ თასში გლიცერინი. დაუმატეთ E ვიტამინი და ლიმონის წვენი(თუ ამას იყენებთ სახისთვის, დაამატეთ მხოლოდ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი). კარგად აურიეთ. დამატენიანებელი მზადაა. წაისვით ეს დამატენიანებელი მთელ სხეულზე და შეიზილეთ მანამ, სანამ მთლიანად არ შეიწოვებს კანი. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.მეორე დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გლიცერინი, როგორც სახისა და სხეულის ლოსიონი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ გლიცერინი
  • 1 ჩ/კ აუდუღებელი რძე
  • მწიკვი კურკუმა
  • ½  ჩ/კ თაფლი

თასში მოათავსეთ ზემოთ მოცემული ინგრედიენტები. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ეს ლოსიონი მთელ სხეულზე და სახე აბაზანამდე 1 საათით ადრე. ის კანს სისუფთავესა და სირბილეს შესძენს.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები