მოიშორეთ სახესა და სხეულზე არასასურველი თმა ამ მარტივი რეცეპტით
ქალის სახეზე თმის ზრდა დიდი კოსმეტიკური დეფექტია. ზოგჯერ ნაადრევად მომწიფებულ გოგონებს ანადა კლიმაქსის პერიოდში ქალებს შავი თმა ეზრდებათ ზედა ტუჩის, ლოყების, ნიკაპისა და ნიკაპქვეშა არეში.
ხშირია შემთხვევა, როცა ჭარბთმიანობა, ანუ ჰიპერტრიქოზი ვითარდება ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადების დროს, განსაკუთრებით კი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირების მოშლისას, რაც განსაკუთრებით ვლინდება კანზე.
ჭარბთმიანობა ყოველთვის ავადმყოფობით როდია გამოწვეული, თმის მეტისმეტი ზრდა ზოგჯერ დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.
თუ მოგბეზრდათ ეპილაციებზე ფულის დახარჯვა ან თქვენი სხეული დაიღალა არასასურველი თმის მტკივნეული მოცილებით, მაშინ დროა გამოიყენოთ ეს ძალიან მარტივი და ამასთანავე ეფექტური ბუნებრივი საშუალება.
საჭირო ინგრედიენტებია:
- 1 ს/კ თაფლი
- ½ ს/კ შვრიის ფაფა
- 4-5 წვეთი ლიმონის წვენი
შეურიეთ მოცემული ინგრედიენტები. წაისვით ნარევი თმიან ადგილას.გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ შეგიძლიათ დაიბანოთ. პროცედურის შემდეგ წაისვით კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ თმა მთლიანად გაქრება.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.