ზეითუნის ზეთი: სასარგებლოა თუ საზიანო?

2585

ზეითუნის ზეთი: სასარგებლოა თუ საზიანო?

ზეითუნის ზეთი არის საკვები ზეთი, რომელიც მზადდება ზეთისხილის ხორცისგან.იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ჯანმრთელი მონოუჯერი ცხიმებით. მისი ინგრედიენტები ზეთს აძლევს უამრავ ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებს და მას ერთ-ერთ ჯანმრთელ ზეთად აქცევს.

რატომ მიიჩნევა ზეითუნუს ზეთი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოდ?

ამის უამრავი მიზეზი არსებობს:

ზეითუნის ზეთი ებრძვის ორგანიზმში ანთებას და თავისუფალ რადიკალებს, რაც მას ძალზე ჯანსაღ საკვებად აქცევს.

გარდა ამისა, ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და ამით ხელს უშლის ჭარბწონიანობას.

ზეთს აქვს ქოლეტური მდგომარეობა, რაც ეხმარება ყაბზობასა და ბუასილს.

ასევე ზეითუნის ზეთში არსებული ფენოლები ანელებს დაბერების პროცესს.

გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან.

ასევე გამოიყენება დაღლილობის შესამსუბუქებლად. ზეითუნის ზეთისა და როზმარინის შერევით მიიღება არაჩვეულებრივი ნივთიერება. რომლითაც შეგიძლიათ ხელებს, ფეხებსა და ზურგს შესძინოთ სიგლუვე და მოიშოროთ დაჭიმულობა და ტკივილი.

ზეითუნის ზეთით შეგიძლიათ მოამზადოთ სახის ნიღაბი. შეურიეთ 1 კვერცხის გული 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს და დაიდეთ სახეზე რამოდენიმე წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს დაგიმშვიდებთ და დაგირბილებთ სახის კანს.

ჯანმრთელი სხეულის უმარტივესი საიდუმლო არის 1 ს.კ. კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება დილით  ცარიელ კუჭზე. მაგრამ ზეთი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

მაგრამ ამ სასწაულებრივ ზეთს აქვს უარყოფითი მხარეებიც:

რა ზიანს აყენებს ზეითუნის ზეთი ადამიანის ორგანიზმს?

როგორც ყევლაფერს, ისევე ზეითუნის ზეთსაც აქვს უარყოფითი მხარე. იგი შეიცავს მცირე რაოდენობით ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ანთებითია.

აგრეთვე ნაღვლის ბუშტის ანთებით დაავადებული ადამიანები ყველაზე მეტად უნდა მოერიდონ ზეითუნის ზეთს. ძლიერი ქოლეტური ეფექტის გამო, ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება.

მიუხედავად იმისა, რომ ზეითუნის ზეთი დიეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება, საჭიროა ზომების მკაცრი დაცვა - არაუმეტეს ორი სუფრის კოვზი ზეთისა დღეში, რადგან ეს პროდუქტი საკმაოდ კალორიულია.

აკონტროლეთ ზეითუნის ზეთის დღიური დოზები და ამით თქვენ მიიღებთ ზეთის მაქსიმალურ სარგებელს. გისურვებთ ჯანმრთელობას...

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია