როგორ გავუმკლავდეთ ალკოჰოლით მოწამვლას? დროული ინფორმაცია რომელიც ბვერს გამოადგება

901

როგორ გავუმკლავდეთ ალკოჰოლით მოწამვლას? დროული ინფორმაცია რომელიც ბვერს გამოადგება

სადღესასწაულო სუფრებზე ალკოჰოლის ჭარბი მიღება საკმოად ხშირი შემთვევაა, რასაც შედეგადაც ძალიან ხშირად მივყავართ ალკოჰოლით ინტოქსიკაციამდე. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მდგომარე, მართლაც შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მისი სწორი მართვა და მკურნალობა

მანამდე კი გაგაცნობთ როგორ უნდა ამოიცნოთ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები:

- ესენია ღებინების,გულისრევის მოთხოვნილება; სახის შეწითლება;

- უეცარი ოფლიანობა (წებოვანი ოფლი)

- ასევე ხასიათდება არტერიული და ქალაშიდა წნევის მომატებით

თუმცა უნდ აგახსოვდეთ, რომ სათანადო დახმარების გარეშე მოწამლულის მდგომარეობა უფრო მძიმდება:

- გუგები ფართოვდება და სუნთქვა ძნელდება

- პულსი შესაძოა გახშირებული იყოს ანდა წყვეტილი

- ირღვევა გულის მუშაობა; ნორმაზე დაბლა ეცემა არტერიული წნევა;

პირველადი დახმარება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს:

ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მეთოდია ღებინების გამოწვევა ნებისმიერი საშუალებით. კარგია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. ის ღებინების რეფლექსს იწვევს და კუჭის ლორწოვან გარსზე ერთგვარ გამწმენდ ზემოქმედებას ახდენს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გააქტიურებული ნახშირი, პოლიფეპანი და პოლისორბინი.

პოლიფეპანი და პოლისორბინი შესაძლოა ნაკლებად ცნობილი თუმცა საკმაოდ ეფექტური პრეპარატებია, ამიტომაც გირჩევთ რომ საოჯახო აფთიაქში ისინი აუცილებლად იქონიოთ.

ასევე რჩევის სახით გაითვალისიწნეთ, რომ როდესაც მოწამლული დიდი რაოდენობით მასას ამოაღებინებს, სასურველია, შევუყვანოთ ნატრიუმის სულფატის ხსნარი, არა უმეტეს 20-30 გრამისა. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტისა და სხვა ტოქსინების გამოსაძევებლად ოჯახის პირობებში რეკომენდებულია მარილიანი საფაღარათოს გამოყენებაც.

მისი მომზადების წესი კი უმარტივესია: ამისათვის ერთ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 4-6 ჩაის კოვზი მარილი და ეს ხსნარი გამოიყენეთ

ამავდროულად იცოდით რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს მოწამლულს ძლიერ ამცივნებს, ამიტომ აუცილებელია მისი ჩაფუთვნა და ჩათბუნება. დიდი რაოდენობით ცხელი მაგარი ყავა და ჩაი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ასტიმულირებს გულისა და ფილტვების მუშაობას და ათბობს მოწამლულს .

გაითვალისიწნეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და სადღესასწაულო სუფრების შემდგომ თუ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, სათანადოდ უმკურნალეთ პაციენტს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია