დიაბეტის 8 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენს კანზე!

445

დიაბეტის 8 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენს კანზე!

ნუ უგულებელყოფთ ამ ნიშნებს!

ითვლება, რომ დიაბეტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, მათ შორის კანზეც. გასაკვირია ის ფაქტი, რომ კანის პრობლემები პირველი მაჩვენებელია იმისა, რომ შესაძლოა საქმე გქონდეთ დიაბეტთან. სასიხარულო ამბავი კი ისაა, რომ დიაბეტის გამაფრთხილებელი ნიშნების უმეტესი ნაწილი ეფექტურად იკურნება, თუ ისინი ადრეულ ეტაპზევეა გამოვლენილი.

დიაბეტის გამაფრთხილებელი ნიშნები კი შემდეგია:

ამ პრობლემებიდან რამდენიმეა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება განუვითარდეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დიაბეტი. ესენი კი მოიცავს:

ბაქტერიულ ინფექციებს:

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფრო მეტად უვითარდებათ ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც მოიცავს:

- თმის ფოლიკულის ადგილობრივი ჩირქოვან ინფექციებს
- ე.წ "წიპლებს" თვალებზე
- ფრჩხილის ინფექციებს

- ასევე ფოლიკულიტი (ინფექციები, რომლებიც წარმოიქმნება თმის ფოლიკულებში)
- კარბუნკულები (ღრმა ინფექციები კანში და მის ქვედა ქსოვილებში)

ანთებითი ქსოვილები ჩვეულებრივ მტკივნეულია, ასევე შეწითლებული და შეშუპებულიცაა. თუმცაკანის მოვლის სწორი პრაქტიკა ხელს უწყობს დიაბეტის მქონე პაციენტებში ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირებას. თუმცა რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ გაწუხებთ დიაბეტი და გაქვთ ბაქტერიული ინფექციები.

სოკოვანი ინფექცია:
Candida albicans არის დიაბეტიან პაციენტებში სოკოვანი ინფექციების მთავარი დამნაშავე. ესაა საფუარის მსგავსი სოკო, რომელიც იწვევს წითელ გამონაყარს და რომელიც გარშემორტყმულია კანის მკვდარი უჯრედებით- ქერცლით. სოკოვანი ინფექცია ხდება კანის ტენიან ნაკეცებში. ყველაზე ხშირად დაზიანებულ უბნებს მიეკუთვნება თითები, პირის კუთხეები, ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები, ასევე კანი საზარდულის ირგვლივ და იღლიის ქვეშ.

კანის ქავილი:

ზოგიერთ დიაბეტიან პაციენტს ჩვეულებრივ აღენიშნება ლოკალიზებული ქავილი. გავრცელებული მიზეზებია კანის სიმშრალე, საფუარის ინფექცია ან ცუდი სისხლის მიმოქცევა. ცუდი მიმოქცევა ჩვეულებრივ იწვევს ქავილს ქვედა კიდურებში. თუმცა შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ქავილისგან სამედიცინო დახმარების გარეშე. ამის მიღწევა შესაძლებელია ბანაობის სიხშირის შეზღუდვით, განსაკუთრებით მშრალ ამინდში. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი საპონი და დამატენიანებელი შხაპის მიღებისთანავე.

კანის სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია დიაბეტთან

დიაბეტური დერმოპათია:

დიაბეტური დერმატოპათია ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც მდგომარეობა იწვევს ცვლილებებს მცირე სისხლძარღვებში. დერმოპათია ჩვეულებრივ ჩნდება კანის ღია ყავისფერი, ქერცლიანი ლაქების სახით. ეს ლაქები შეიძლება იყოს ოვალური ან მრგვალი ფორმის. ამ ლაქების ასაკობრივ ლაქებთან არევა ადვილია. დიაბეტური დერმოპათია ყველაზე ხშირად გვხვდება ორივე ფეხის წინა მხარეს. თუმცა, ამ ლაქების ეფექტი შეიძლება უფრო მძიმე იყოს ერთ ფეხზე, ვიდრე მეორეზე. ეს ლაქები არ იწვევს ტკივილს და არ აღიზიანებს კანს. ეს მდგომარეობა უვნებელია და არ საჭიროებს მკურნალობას, თუ რაღათქმა უნდა პაციენტებს არ აწუხებთ ვიზუალურად.

ანგიოგრაფია:

ესაა მდგომარეობა, რომელიც ვლინდება აწეული ლაქების სახით მკლავების, საზარდულისა და კისრის გარშემო. ისინი შეფერილობისთ შესაძლოა იყოს ყავისფერი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ლაქები შეიძლება გაჩნდეს მუხლებზე, იდაყვებზე ან ხელებზეც კი. ჩვეულებრივ გვხვდება დიაბეტიან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა. ამ მდგომარეობასთან გამკლავების საუკეთესო გზა კი ზედმეტი კილოგრამების დაკარგვაა.

დიაბეტური ბუშტუკები:

დიაბეტის ბუშტუკები იშვიათია. ისინი შეიძლება გაჩნდეს თითების, ფეხის თითების და ხელების უკანა მხარეს. ეს წყლულები ჩნდება დამწვრობის ბუშტუკების სახით და ჩვეულებრივ გავლენას ახდენს დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმტკივნეულო მდგომარეობაა, ზოგჯერ ისინი შეიძლება იყოს დიდი ზომის, მაგრამ სიწითლის გარეშე. მათ მკურნალობა არ სჭირდებათ და 3 კვირაში თავისთავად ქრება და არ ტოვებს ნაწიბურებს. მისი ერთადერთი მკურნალობა სისხლში შაქრის კონტროლი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია