საფუარის ნიღაბი სახის კანისთვის. ერთი პროცედურაც კი საკმარისია საოცარი შედეგისთვის
საფუარი ნაკლებადა ცნობილი, როგორც კანის სამკურნალო საშუალება, მაგრამ ხელნაკეთი სახის პაკეტები ხშირად შეიცავს ლუდის საფუარს, რომელიც წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, ცილების, სელენის და ქრომის კარგ წყაროს. საფუარი ამარაგებს კანის უჯრედებს საჭირო ნივთიერებებით და ხელს უწყობს აკნესა და ეგზემას მკურნალობას. საფუარი მდიდარია B ვიტამინით და ამზადებს სახის კანს შემდგომი სეზონისთვის.
დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ საფუარის ნიღაბი სახის კანისთვის, რომელიც დაგეხმარებათ აკნეს მოსაცილებლად. მისი ერთი გამოყენებაც საკმარისი იქნება, რომ დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში. იმისთვის რომ მოამზადოთ ნიღაბი, თქვენ დაგჭირდებათ :
- 1 კოვზი ლუდის საფუარი,
- 2 სუფრის კოვზი ნაღები( ან რძე)
როგორ მოვამზადოთ?
პატარა ჭურჭელში მოათავსეთ 2 ს/კ ნაღები. დაამატეთ 1 ს/კ საფუარი (სასურველია ლუდის საფუარი) და კარგად აურიეთ ერთმანეთს. შემდეგ მიღებული მასა კარგად გადაინაწილეთ სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივი წყლით. ეცადეთ ამ პროცედურის დასრულებისას სახე არ გაიწმინდოთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა თვეში რამოდენიმეჯერ.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.