მოამზადეთ ეს ნიღაბი და სამუდამოდ დაემშვიდობეთ თვალების ირგვლივ შავ წრეებს
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალების ქვედა წრეების ჩამუქება. ერთ-ერთია დაღლილობა. ალერგიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ის. ასაკის მატებასთან ერთად თვალების ქვემოთ კანი ნაოჭდება და კარგავს ელასტიურობას. რისი გაკეთება შეგიძლიათ?
1. გააუმჯობესეთ კვების რაციონი. არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ თვალების ქვეშ მუდმივი წრეები გამოწვეულია რკინის დეფიციტით. რკინა აკავებს ჟანგბადს სხეულში გადაადგილებისას, და თუ თქვენც გრძნობთ დაღლილობას საკმარისი ძილის მიუხედავად, მიზეზი შეიძლება იყოს ჟანგბადის ნაკლებობა. სცადეთ რკინით მდიდარი საკვები, როგორიცაა ისპანახი და ბროკოლი.
2. სცადეთ ბუნებრივი მკურნალობა. სანამ ძვირადღირებულ მკურნალობას აირჩევთ, სცადეთ ეს საშინაო ნიღაბი, რომელშიც გამოყენებულია სამი ინგრედიენტი, რომლებიც ალბათ უკვე გაქვთ თქვენს სამზარეულოში.
დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი თაფლი; 1 ჩაის კოვზი კიტრის ახალი წვენი; 1 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი კარტოფილი.
შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მისაღებად. კანის გაწმენდის შემდეგ წაისვით და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი. ეს ბუნებრივი ნიღაბი გააცოცხლებს კანს მხოლოდ რამდენიმე გამოყენებისას. კარტოფილი დატვირთულია კალიუმით და ცნობილია კანის დამარბილებელი თვისებებით.
ზოგიერთი ქალი იყენებს კარტოფილის სახამებელს იდაყვებისა და მკლავების შერბილებისთვის.
თაფლი არის კანისა და თმის ბუნებრივი დამარბილებელი და შეიცავს ბევრ სასარგებლო ვინთიერებასა და ვიტამინს. ეს ასევე ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებაა.
ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კიტრის ექსტრაქტი სავსეა ანტიოქსიდანტებით და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კიტრის ნაჭრის მოთავსება შეშუპებულ თვალებზე არის წამალი, რომელსაც კვლავ იყენებენ მაღალი კლასის აბაზანებში, რადგან ის მოქმედებს. სცადე დღეს! შესაძლოა გვაქვს მუქი წრეები თვალების ქვეშ, მაგრამ ეს სულაც არაა გადაუჭრელი პრობლემა ამ რეცეფტის გამოყენების შემდეგ.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.