ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოროთ სახიდან მუქი ლაქები

1459

ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოროთ სახიდან მუქი ლაქები

პიგმენტი მელანინი განსაზღვრავს ადამიანის თვალების, თმის და კანის ფერს. გარკვეული შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა:

მზის ზემოქმედება, გენეტიკა, ჰორმონალური ცვლილებები, ანთება, ასაკი

შეიძლება გავლენა იქონიოს მელანინის წარმოებაზე. მელანინის გადაჭარბებული დაგროვება იწვევს ჰიპერპიგმენტაციას, რომელშიც ჩნდება მუქი ლაქები და კანის არათანაბარი შეფერილობა. შემცირებულ ფორმირებას - ჰიპოპიგმენტაციას - აქვს საპირისპირო ეფექტი: დაზარალებულ ადგილებში მელანინი არ არის შენახული.

მელაზმა არის ჰიპერპიგმენტაციის ფორმა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს სახეზე, განსაკუთრებით ლოყებზე, ცხვირის ხიდზე, შუბლზე და ქვედა ტუჩზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზე, რომლებიც მზეზე არიან, მაგალითად, წინამხრები.

მუქი ლაქები, ერთი შეხედვით უწყინარი და თითქოს უვნებელია, თუმცა იგი ბევრ ადამიანში იწვევს დიდ დისკომფორტს.

თუ გსურთ თავიდან მოიცილოთ არასაჭირო და უსიამოვნო ლაქები, გთავაზობთ ერთ მარტივ და ბუნებრივ საშუალებას, რომელიც სრულიად უვნებელია და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ:

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა

მომზადება:

შეურიეთ ეს ორი  ინგრედიენტი სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან-გლუვ ნარევს. ამის შემდეგ გაიწმინდეთ დაზარალებული კანი და წაისვით თქვენს მიერ დამზადებული პროდუქტი. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ძილის წინ წაისვით ცოტაოდენი კრემი და მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს.

შვრიის სახამებელი დაგიტოვებთ მათეთრებელ ეფექტს. მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ქსოვილებისა და ნახატების გასაწმენდად.

კანის ლაქების თავიდან აცილება:

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მუქი ლაქების გაჩენა სახეზე, თქვენ უნდა შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ლიმიტი. თუ გარდაუვალი შემთხვევაა და ყველა შემთხვევაში გიწევთ მზეზე გასვლა, აუცილებლად დაიფარეთ ქუდი, რომელიც შეძლებს სახის კანის დაცვას მზის სხივებისგან, ან წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

მიირთვით ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები!

ყოველდღე დალიეთ 6-8 ჭიქა წყალი.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია