მოიშორეთ სხეულიდან არასასურველი თმა სახლში დამზადებული საპონით

2624

მოიშორეთ სხეულიდან არასასურველი თმა სახლში დამზადებული საპონით

ადამიანის სხეულზე და სახეზე თმის ზრდას უზრუნველყოფს ბუნება. ზოგიერთ ადამიანში ის მომატებულია, ზოგიერთში კი საერთოდ არ არის შესამჩნევი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეროვნებაზე, გენეტიკურად განწყობილებაზე.

უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ თავიდან აიცილონ სხეულის არასასურველი თმა. თითქმის ყველა ჩვენგანი იყენებს გარკვეულ მეთოდს მათ  მოსაცილებლად, მაგრამ ხშირად იმედები გვიწბილდება, რადგან მათი უმრავლესობა უშედეგოა.

თუ გაწუხებთ ჭარბთმიანობა, სცადეთ უამრავი მეთოდი, მაგრამ მაინც ვერ მოიშორეთ, მაშინ დროა გამოიყენოთჩვენს მიერ შემოთავაზებული საპონი, რომელიც უპრობლემოდ და სწრაფად მოგაშორებთ არასასურველ თმას.

ამ საპნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ბარიუმის სულფიდი.
  • Ჩაის ხის ზეთი
  • საპონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გლიცერინის საპონი
  • ვაზელინი

როგორ მოვამზადოთ?

გლიცერინის საპონი დაადნეთ ორთქლის საშუალებით. დაუმატეთ 1 ს/კ ბარიუმის სულფიდი. ასევე დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

აიღეთ პატარა პლასტმასის კონტეინერი, მის კედლებზე წაუსვით ვაზელინი, შემდეგ თქვენს მიერ მომზადებული ნარევი მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში. შემდეგ შედეთ საყინულეში 2 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ საპონი კონტეინერიდან და დაიწყეთ მისი მოხმარება.

როგორ გამოვიყენოთ?

პირველ რიგში, წაისვით ეს საპონი იმ ადგილას, სადაც თმის მოცილება გსურთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ბარიუმის სულფიდი თმის ძირებს სუსტს ხდის, ამიტომ ისინი ადვილად სცილდება. 5 წუთის შემდეგ დაასველეთ თხელი ბამბის ქსოვილი წყალში, ოდნავ გაწურეთ ზედმეტი წყლის მოსაშორებლად. სველი ბამბის ქსოვილი წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.

აღნიშნული მეთოდი ნამდვილად ეფექტურია, ცდად ღირს…


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები