ამის წაკითხვის შემდეგ, თქვენს საჭმელს აღარასდროს მიაყოლებთ ცივ წყალს
იმის შესახებ, რომ წყალს დიდი ძალა აქვს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მასზე ბევრმა მთელი ქონება დააგროვა.
1969 წელს საბჭოთა რენტგენოლოგებმა ცივი წყლის მოულოდნელი და ძალზე საშიში თვისება აღმოაჩინეს, რომლითაც ფასთფუდის მსოფლიო მწარმოებლებმა უდიდესი ქონება დააგროვეს. საქმე ისაა, რომ გარკვეული გამოკვლევისთვის რენტგენოლოგებს სურდათ ბარიუმის ფაფის კუჭში რაღაც დროით დაყოვნება. როგორც აღმოჩნდა, ცივი ფაფა კუჭს იმაზე სწრაფად ტოვებდა, სანამ სპეციალისტები გამოსაკვლევ აპარატურას მომართავდნენ.
ამ ფაქტით დაინტერესდნენ მეცნიერები და დაიწყეს უამრავი კვლევის ჩატარება. ექსპერიმენტების ფარგლებში გამოვლინდა, რომ თუკი საკვებს ცივ წყალს (ყინულიან წყალს ან გაზიან სასმელს) მიაყოლებთ, საკვების კუჭში არსებობა 4-5 საათითა და 20 წუთით შემცირდება! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი საჭმელს ცივ წყალს მივაყოლებთ, საკვები კუჭში ძალიან ცოტა ხნით გაჩერდება. ეს კი ზედმეტი წონის დაგროვებას (ნაყროვანების გრძნობა არ დადგება), გამუდმებული შიმშილის გრძნობას და კუჭში საჭმლის ნორმალური გადამუშავების დარღვევის გამო ლპობის პროცესის განვითარებას გამოიწვევს.
სწორედ ამაზე საკუთარი ბიზნესი ააწყეს სწრაფი კვების ცნობილმა მწარმოებლებმა. როცა ადამიანი საკვებს (სენდვიჩს, ჰამბურგერს, ჩიზბურგერს) ცივ სასმელს მიაყოლებს, ნაყროვანების გრძნობა არ დადგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლიენტი ისევ და ისევ დაბრუნდება იქ.
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ცხელი სასმელები სწრაფი კვების ობიექტებში ბევრად ძვირი ღირს და ისინი არასოდეს შედის კომპლექსურ ნაკრებებში, იშვიათადაც უწევენ რეკლამას. სამაგიეროდ, ყინულიანი გაზიანი სასმელები ბევრად იაფი ღირს და ყოველთვის შედის კომპლექსურ სადილებში.
ახლა იცით, რომ საჭმლის შემდეგ ნებისმიერი ცივი სასმლის მიყოლებით უზარმაზარ დატვირთვას ანიჭებთ კუჭ-ნაწლავს. საკვები სწრაფად ტოვებს კუჭს, ხოლო მასში შემავალი მთელი ცილები რჩება ნაწლავებში და იწყებს ლპობას. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ანთებითი დაავადებები და დისბაქტერიოზი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ცივი წყლის შესახებ არის, რომ თითქოს ის წყურვილს კლავს. თუმცა ფიზიოლოები სხვაგვარად თვლიან: ცივ წყალს ბევრად მეტი დრო სჭირდება, რომ ორგანიზმმა შეითვისოს, მას ხომ კუჭში ჯერ სხეულის ტემპერატურამდე გათბობა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ აიურვერდაც ცივი წყლის ჭამამდე და მის შემდეგ მიღების წინააღმდეგია, რადგან მისი განმარტებით, ამით ქრება ცეცხლი (საჭმლის გადამამუშავებელი ცეცხლი).
მაშ ასე, დასკვნა: არ დალიოთ ცივი სასმელები ჭამამდე და მას შემდეგ. იდეალურია, რომ ნებისმიერი სასმელი ოთახის ტემპერატურის იყოს. ეს წესი ნაყინზეც ვრცელდება: თუკი მას საჭმელს დააყოლებთ – საკვები სწრაფადვე დატოვებს კუჭს, ხოლო მისი ცილოვანი ნაწილი გადაუმუშავებელი დარჩება.