ფინიკის ყველა სასარგებლო თვისება რომ მიიღოთ, ჭამამდე აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ!!

12621

ფინიკის ყველა სასარგებლო თვისება რომ მიიღოთ, ჭამამდე აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ!!

უძველესი დროიდან მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტად ითვლება ფინიკი. ხოლო აღმოსავლეთში დიდი ხანია ფინიკის ჩირის სასარგებლო თვისებების შესახებ იციან და თვლიან, რომ მისი გამოყენება ხანგრძლივ ცხოვრებას უზრუნველყოფს და ჯანმრთელობას აძლიერებს. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ფინიკი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დელიკატესი. არაბულ ქვეყნებში მას „უდაბნოს პურს“ უწოდებენ, რადგან ჯარისკაცებს ხანგრძლივი ლაშქრობის დროს ენერგიის და ძალის აღდგენაში ეხმარებოდა.

ფინიკს ახლაც პატივს სცემენ და მისი სარგებლის შესახებ ყველასთვის ცნობილია. მაგრამ ჩნდება კითხვა: ჭამამდე ფინიკი უნდა გავრეცხოთ თუ არა? დღეს გიამბობთ, თუ რატომ არის ფინიკი სასარგებლო და რა უნდა გააკეთოთ, სანამ სუფრაზე გაიტანთ.

ფინიკის ჩირი სარგებლის შესახებ :

ფინიკი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეს ნაყოფი B და A, E, ვიტამინების წყაროა. ფინიკის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და მას სხვა ნაყოფი არ შეიცავს. თან ფინიკი ფოსფორით,კალციუმით, კალიუმით და მაგნიუმით, რკინით და თუთიით, სელენით და მანგანუმითაა მდიდარია.

ფინიკი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ ნაყოფს ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება და თირკმლების გააქტიურება შეუძლია. ასევე რაციონს იგი ხველების და ვირუსული ინფექციების დროს აუცილებლად უნდა დაამატოთ. ასევე ფინიკი დაღლილობას ხსნის, რადგან მასში შემავალი ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები ორგანიზმის ტონუსს ზრდის.

გარდა ამისა, ფინიკი ორგანიზმში მჟავე ბალანსს არეგულირებს. ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას ხელს უწყობს. ექიმები ფინიკის მიღებას შაქრიანი დიაბეტის დროს გვირჩევენ. კვლევამ აჩვენა, რომ ფინიკის რეგულარული მოხმარება ონკოლოგიური სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

როგორც ხედავთ, ფინიკს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. ახლა კი, მთავარ კითხვაზე გადავიდეთ, ჭამამდე ფინიკის გარეცხვა აუცილებელია თუ არა? მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფინიკი გრძელ გზას გადის, სანამ ჩვენ სუფრაზე მოხვდება. ახალი სახით მისი დიდხანს შენახვა შეუძლებელია, ამიტომ აშრობენ. ხშირად ეს ბუნებრივი გზით ხდება, ასე დელიკატესი სასარგებლო და ძალიან გემრიელიც გამოდის.

ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურ ღუმელში ფინიკის გამოშრობის მეთოდს მიმართავს, რომელსაც შემდეგ შაქრის სიროფში ამოვლება მოჰყვება. ასეთი ფინიკი ნაკლებად სასარგებლოა. მსგავსი დამუშავების შემდეგ ფინიკი ბრწყინვალე და გლუვი  ხდება. ხოლო ზოგჯერ შეიძლება კონსერვანტით და საკვები ცვილით დაამუშაონ, რომ ნაყოფმა კარგი გარეგნობა შეინარჩუნოს და უფრო დიდხანს შეინახოს.

ესაა ინფორმაცია რაც უნდა იცოდეთ, ხოლო მიღებამდე მას გარეცხავთ თუ არა უკვე თქვენეზეა დამოკიდებული!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია