მან ლიმონის ქერქი წინდაში ჩაიდო, შემდეგ კი აი ეს მოხდა...
კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის (და არა, მარტო) პრობლემაა. ცხადია, გარდა ესთეტიკური დეფექტისა, ამ პრობლემას თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს.
ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ – ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად უსკდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ენდოკრინული დარღვევები აქვთ ან კანის დაავადებები აწუხებთ. გასათვალისწინებელია, რომ ნახეთქები შეიძლება, იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის ან გასტრიტის ნიშანი.
ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო, ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება.
თუ ქულსებზე ნახეთქები და გამაგრებული კანი გაწუხებთ, მაშინ ამ ეფექტური მეთოდის გამოყენებას გირჩევთ! ზემდეტი დანახარჯების გარეშე, უბრალოდ ლიმონის კანის დახმარებით დაუბრუნებთ თქვენს ქუსლებს სირბილეს და სინაზეს.
როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ქუსლებს?
თქვენ დაგჭირდებათ:
– 1 ც ლიმონი
– წინდები
– დამატენიანებელი კრემი და ან ზეთი
გამოყენება:
1. გამოწურეთ ლიმონისგან წვენი და დაიტოვეთ ლიმონის კანი ცოტაოდენი რბილობით
2. მოათავსეთ ლიმონის კანის ნახევარი ქუსლზე.
3. ჩაიცვით წინდა ლიმონის ზემოდან. გაიჩერეთ ლიმონი 30 წუთის განმავლობაში.
4. 30 წუთის შემდეგ მოიხსენით ლიმონი და შედეგს მომენტალურად შეამჩნევთ!
5. წაისვით ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი ან ზეთი ქუსლზებზე.
ამ პროცედურის ეფექტურობაში პირველივე გამოყენებისთანავე დარწმუნდებით!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.