გლუტეინის აუტანლობის სიმპტომები

1321

გლუტეინის აუტანლობის სიმპტომები

გლუტეინი 21-ე საუკუნეში სერიოზული საკამათო საკითხია.  ეს არის ნივთირება პროტეინის ოჯახიდან, რომელიც ე.წ. „წებოს“ ფუნქციას ასრულებს პროდუქტების ნაწილში და ეხმარება მათ შეინარჩუნონ საკუთარიფორმა.

მაგალითად, როდესაც ხორბალს დაასხამთ წყალს, ის ნელ-ნელა სწორედ გლუტენის წყალობითიკვრება, ცომი კი ელასტიური ხდება. გლუტენს შეიცავს მარცვლეულის დიდი ნაწილი, კერძოდ: ხორბალი, ჭვავი, ქერი, ალაო,სპელტა, ბულგური.

უკვე რამდენიმე წელია, რაც უამრავი ცნობადისახე აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში, აღნიშნული ნივთიერება სრულიად ამოღებული აქვთ საკუთარი კვების რაციონიდან.

შესაბამისად, მეც მუდმივად მაწუხებს კითხვა, მართლაც საზიანოა თუ არა  ეს პროტეინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის და უნდა ვთქვათ თუ არა უარი გლუტენის შემცველ საკვებზე, რაც რეალურად უამრავ პროდუქტზე უარის თქმას გულისხმობს და დიდ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტე ეს ამბავი უფრო ღრმად შემესწავლა და ინფორმაცია თქვენთვისაც გამეზიარებინა.

გლუტენი ზემოთ უკვე განვმარტეთ, ლაქტოზის მსგავსად  ადამიანების გარკვეული ნაწილი მასაც ვერ ამუშავებს სათანადოდ, თუმცა აქ საქმე უფრო რთულადაა.

არსებობს გლუტენის აუტანლობის რამდენიმე სხვადასხვა გამოვლინება:

  • ცელიაკის დაავადება
  • არა-ცელიაკური გლუტენისადმი მგრძნობელობა
  • ალერგია ხორბალზე
  • გლუტენის ატაქსია
  • გაღიზიანებული ნაწლავისსინდრომი

ცელიაკი – აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც  ადამიანის ორგანიზმში  გლუტენის მოხვედრისას წვრილი ნაწლავის იმუნურ რეაქციას იწვეს (აღიქვამს გლუტენს როგორც უცხო სხეულს ორგანიზმში და „თავს ესხმის“ მას). დროთა განმავლობაში, აღნიშნული „რეაქცია“ აზიანებს წვრილი ნაწლავის „სარჩულს“ და ის ვეღარახერხებს სხვადასხვა ნივთიერებების შეწოვას.

შესაბამისად თქვენი ორგანიზმი ვეღარ იღებსიმ ვიტამინებსა და მინერალებს სრულად, რაც მას სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

 ნაწლავის დაზიანება იწვევს:

  • დიარეა/ ღებინება/ შებერილობა/მუცლის კრუნჩხვებს
  • სახსრებისა და ძვლებისტკივილს,
  •  სისუსტე/გადაღლილობას,
  •  წონის კლებას,
  • სითხის შეკავებას
  • მუდმივი შიმშილის შეგრძნებას
  • რკინის ნაკლებობას/ანემიას
  • თავის ტკივილს
  • დეპრესიას/პანიკურ შეტევებს
  • ღრძილებისა და კბილების პრობლემებს
  •  და შესაძლებელიასხვა სიმპტომებს

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია