წიწიბურა ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა.

1883

წიწიბურა ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა.

რატომ არის სასარგებლო წიწიბურა?

დამტკიცებულია, რომ წიწიბურას კერძები ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას დ ახელს უწყობს ფსიქოემოციური გამძლეობის ამაღლებას.

წინა პუნტქის გაგრძელება: წიწიბურას გარსისგან ამზადებენ უძილობის საწინააღმდეგო ბალიშებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროდუქტს დამამშვიდებელი თვისებაც აქვს.

წიწიბურა – სავსეა ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებისა და ცილის (კვერცხის ცილის ან რძის მსგავსი).

წიწიბურის დიეტის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ამ მარცვლეულში შედის ისეთი მინერალური ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და წვავს ცხიმებს.

შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით წიწიბურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს უახლოვდება და ამიტომ ხორცის თითქმის სრულფასოვან შემცვლელად მიიჩნევა. ამასთან, წიწიბურას ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს.

მჟავები, რომელსაც წიწიბურა შეიცავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავა-ტოტოვან ბალანსს არეულირებს, ასევე ამაგრებს სისხლძარღვებს.

წიწიბურა შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, PP ჯგუფის ვიტამინებს და რუტინს, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. შეუფასებელია მისი სარგებელი შაქრის დიაბატის მქონე ადამიანებისთვის: ამ პროდუქტის სისტემატიურად მიღების შემთხვევაში შაქრის დონე ორგანიზმში რეგულირდება.

ამ საოცარ ბურღულ ორგანიზმიდან გამოაქვს ცუდი ქოლესტერინი. ამიტომაც სასარგებლოა წიწიბურის ყოველდღიურ რაციონში შეტანა ასაკოვანი ადამიანებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შაქარი ბურღულეულის უმეტეს სასარგებლო თვისებას ანეიტრალებს, ამიტომაც წიწიბურისგან ტკბილი ფაფების გაკეთება უმჯობესია თაფლით და არა შაქრით.

წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ის თითქმის ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა. წიწიბურაში არ არის ნიტრატები, პესტიციდები და ჰერბიციდები. ამ მცენარეს ქიმიკატები, უბრალოდ, არ სჭირდება. ის მშვენივრად ვითარდება სასუქის გარეშე და სარეველასაც დახმარების გარეშე უმკლავდება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები