პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანის გაჯანსაღებისთვის

870

პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანის გაჯანსაღებისთვის

კანის სილმაზისათვის საჭიროა კარგი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. ახალგაზრდობის წყაროს წარმოადგენს სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. კანსითვის სასარგებლოა:

მწვანე და წითელი ბოსტნეული

სტაფილოსფერი-მოწითალო შეფერილობის ყველა ბოსტნეული გაჯერებულია ბეტა-კაროტინებით, რომელიც ორგანიზმში А ვიტამინად გარდაიქმნება. იგი უჯრედებს რღვევისა და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. А ვიტამინით მდიდარია ისპანახი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის უმრავლესობა.

ნიგოზი

ნიგვზის, ნუშის სარგებელი განპირობებულია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. ნიგოზში არსებული Е ვიტამინი ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ეს უკანასკნელი აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.

ციტრუსები

С ვიტამინი, რომლითაც ციტრუსებია მდიდარი, ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება. ეს ცილა კი კანის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენს. კოლაგენის შემცირება და მისი დაშლა იწვევს კანის მოდუნებას.

შავი შოკოლადი, არა მარტო ჩვენს კარგ განწყობას არამედ კარგ კანსაც კი ქმნის. მიირთვით მინიმუმ, 70%-ანი შავი შოკოლადი დღეში ერთი ან ორი ფილა და ნახავთ, თუ როგორ მალე გაიწმინდება თქვენი კანი. შოკოლადი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, მისი ხშირი მიღების შემთხვევაში თქვენ აღარც მზის დამცავი კრემის გამოყენება დაგჭირდებათ.

თევზი სასარგებლო თვისებების მარატარებელი საკვებია, ის კარგია გულისთვის, სისხლძარღვებისა და მხედვლობისთვის. თევზი უამრავ ვიტამინს შეიცავს და ის კარგად მოქმედებს ჩვენს კანზეც, მაგალითად, ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი ომეგა 3-ით არის გაჯერებული და ეს პროდუქტი კანის დატენიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ასევე ელასტიურობას სძენს ჩვენს კანს და აკნესა თუ ანთებით პროცესს ნელ-ნელა აქრობს.

როგორც აღმოჩნდა, ავოკადო ჩვენი კანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტი ყოფილა, მეცნიერების თქით, მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ის აჯანსაღებს ატენიანებს და მზის რადიაციისგან იცავს კანს. ავოკადო ასევე ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნა. ეს ჯადოსნური პროდუქტი ვიტამინ E და C შეიცავს, ეს ორი ვიტამინი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის კოლაგენს ქმნის, კოლაგენი კი ჩვენი ელასტიური და ჯანმრელი კანის საწინდარია.

საზამთრო – იგი მდიდარია A, C ვიტამინებით,რომელიც კვებავს სახის კანს.

ფორთოხალი – იგი ამცირებს აკნეს ნიშნებს და კანის დაზიანებებს.

Facebook კომენტარები