გათავისუფლდით მარილებისგან და ოსტეოქონდროზისგან ბრინჯის დახმარებით. სასწაულმოქმედი რეცეპტი!

4861

გათავისუფლდით მარილებისგან და ოსტეოქონდროზისგან ბრინჯის დახმარებით. სასწაულმოქმედი რეცეპტი!

ბრინჯი ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გაწმინდოთ ორგანიზმი ამ სასწაულმოქმედი მცენარის გამოყენებით.

ფილტვების ანთება

ბრინჯი ფილტვების ანთებას ნამდვილად ამარცხებს! აიღეთ 1 ჩ/კ დაუმუშავებელი ბრინჯი და 6 ჭიქა წყალი დაამატეთ, ჩაყარეთ 1 ს/კ პიტნის ფოთლები, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე ბრინჯის მომზადებამდე ხარშეთ. ნახარშს მოზრდილი ხახვი დაამატეთ, კარგად აურიეთ და გაწურვის გარეშე ¼ ჭიქა ორი საათის ინტერვალით მიირთვით.

რადიკულიტი, სახსრების პრობლემები, ოსტეოქონდროზი, ნიკრისის ქარი, მარილები

1. თუ სახსრების ტკივილმა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მოგწყვიტათ და გამოსავალიც ვერსად იპოვეთ, ბრინჯი თქვენთანაა! 0.5 ლიტრიან ქილაში 2 ს/კ ბრინჯი ჩაყარეთ, დაასხით წყალი და 1 დღე ასე გააჩერეთ. მე-2 დღეს წყალი გადაღვარეთ, ხოლო ბრინჯი გარეცხეთ და წყალი ხელახლა დაასხით. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მე-2 პორციაზეც, ჯამში სულ 5 ქილა დაგჭირდებათ. როდესაც პირველ ქილაში ბრინჯი 5 დღის განმავლობაში დალბება, მოხარშეთ და შაქრის გარეშე მიიღეთ.

მიღების შემდეგ კი მომდევნო 4 საათის განმავლობაში არაფერი არ დალიოთ. მოგვიანებით შეამჩნევთ, რომ შარდის შეფერილობა შეიცვლება – ეს ორგანიზმის გაწმენდის შედეგია. ამგვარი რეჟიმით 2 თვის განმავლობაში ისაუზმეთ. საერთო ჯამში, 5-6 ქილა გამოიყენეთ. პროცედურის გამეორება წელიწადში 1-2 ჯერ, რამდენიმე თვიანი შუალედით არის სასურველი.

2. სახსრების პრობლემების, პოლიართრიტის ან მარილების დროს ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯის დახმარებით არის შესაძლებელი. 2 ს/კ ბრინჯს საღამოს 3 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, დილით ცეცხლზე შემოდგით და 3 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადაწურეთ და მიირთვით. მომდევნო სამი საათის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ. ეს პროცედურა ყოველდღე ჩაატარეთ. გაითვალისწინეთ:  ბრინჯი ორგანიზმიდან კალიუმს გამოდევნის. მისი შევსების მიზნით კი, ფეტვის ფაფაც უნდა მიიღოთ – შეწვით ფეტვის მარცვალი ფერის შეცვლის გარეშე და შემდეგ მისგან ფაფა მოამზადეთ.

3. იმისათვის, რომ მარილებისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ, საღამოს 1.5 ს/კ დაუმუშავებელ ბრინჯს 9 ს/კ წყალი დაამატეთ და ღამით ასე გააჩერეთ. დილით კი, მარილის გარეშე მოხარშეთ და უზმოზე, საუზმობამდე 2-3 საათით ადრე მიირთვით. მკურნალობის კურსი 1 საათი გრძელდება. მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ თამბაქოს მოხმარებას.

Facebook კომენტარები