მცენარეების ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობს წონაში კლებასა და ნივთიერებათა ცვლას

1611

მცენარეების ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობს წონაში კლებასა და ნივთიერებათა ცვლას

გთავაზობთ მცენარეების ჩამონათვალს, რომლებიც წონის დაკლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს:

1. ჟენშენი

გარდა იმისა, რომ ეს ცნობილი მცენარე გონებისთვის არის კარგი, ასევე, ხელს უწყობს წონაში კლებას. მას აქვს სტიმულატორული ეფექტი და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

2. ორეგანო

ორეგანო ანტიოქსიდანტია და წონის კლებისთვის ეფექტური მცენარეა. ასევე, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ზრდის სეროტონინის დონეს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს წონაში კლებასა და ებრძვის ყაბზობას.

3. პიტნა

პიტნაც ეფექტურია, თუ წონაში დაკლება გსურთ. რადგან ის ორგანიზმიდან ზედმეტ ესტროგენს გამოდევნის.

4. შალფეი

შალფეი აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს წნევასა და შფოთვას. გარდა იმისა, რომ წონის კლებას უწყობს ხელს, ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. შალფეის აქვს სტრესის საწინააღმდეგო ეფექტიც.

5. გუგული

გუგული უძველესი მცენარეა. ის კარგია თიროიდის და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

6. ბრტყელეკალა

ბრტყელეკალა წმენდს ორგანიზმს და დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის წმენდს ღვიძლს. როდესაც ეს ორგანო ტოქსინებით არ არის გადატვირთული, ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებულია, რაც წონის კლებას უწყობს ხელს.

7. ბაბუაწვერას ფესვები

იცოდით, რომ ბაბუაწვერას ფესვები ეფექტურია ორგანიზმის გასაწმენდად? გარდა ამისა, მცენარე ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ანთებით პროცესს და ალკალიზებას უწევს ორგანიზმს.

8. ბაძგი

უკვე, ბევრი ადამიანი მიირთმევს ბაძგის ჩაის დილის ყავის ნაცვლად. ის ენერგიით აგავსებთ და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ის სავსეა ანტიოქსიდებით, მინერალებით, ვიტამინებითა და ამინის მჟავებით. გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს წონაში კლებას, ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითაც ამარაგებს.

9. ბაღის პიტნა

ამცირებს გულისრევასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებს, ასევ, ხელს უწყობს წონაში კლებას. ბაღის პიტნა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. ასევე, ამცირებს სტრესს.

ნებისმიერი მცენარის გამოყენებამდე, გაესაუბრეთ ექიმს.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია