მოამზადეთ ეს ზეთი, რომელიც კურნავს სახსრების ტკივილს, პოდაგრას, თავის ტკივილს და სხვა პრობლემებს.

3496

მოამზადეთ ეს ზეთი, რომელიც კურნავს სახსრების ტკივილს, პოდაგრას, თავის ტკივილს და სხვა პრობლემებს.

ბაბუაწვერით მკურნალობა: ამ მცენარეს უმეტესობა სარეველად თვლის. ამასთან, ყვითელი ბაბუაწვერის ყვავილი დიდი ხანია ფასდება სამკურნალო თვისებებით. იგი გამოიყენება მცენარეულ მედიცინაში ინფექციების სამკურნალოდ, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს და ასევე, როგორც შარდმდენი საშუალება.

იცოდით, ეს ბალახი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს? დადასტურებულია ბაბუაწვერის ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ ართრიტის მკურნალობას, პოდაგრს, ბაბუაწვერა გაგათავისუფლებთ კრუნჩხვებისგან და თავის ტკივილებისგან. ამისათვის გააკეთეთ ზეთი ბაბუაწვერის ყვავილებისგან, რომლითაც მტკივნეულ ადილებს დაიმუშავებთ.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ დაამზადოთ ბაბუაწვერის ზეთი. იგი ითვლება სხეულზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ საშუალებად.

ბაბუაწვერის ზეთი: მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, საავტომობილო გზებისა და დიდი ქალაქებისგან მოშორებით.

ინგრედიენტები: 500 გრ ბაბუაწვერის ყვავილები; 1 ლიტრი მცენარეული ზეთი.

მომზადება: მშრალ, მზიან ამინდში შეაგროვეთ ბაბუაწვერას ყვავილები და ჩადეთ 1,5 ლიტრიან ქილაში. თქვენ არ გჭირდებათ ყვავილების გარეცხვა; შეავსეთ ბაბუაწვერა ზემოდან მცენარეული ზეთით-მთლიანად. ქილა მოათავსეთ თბილ, მზიან ადგილას 3 კვირის განმავლობაში; მას შემდეგ, რაც ყვავილები გაყავისფრდება, გადაწურეთ ზეთი დოლბანდში და შემდეგ უკვე მოათავსეთ სტერილიზებული მუქი მინის ჭურჭელში. სამკურნალო ზეთი შეინახეთ გრილ ბნელ ადგილას.

ეს ბაბუაწვერის ექსტრაქტი ხელს შეუწყობს ღვიძლის დაავადებებსა და ნაღვლის ბუშტის ქვების გაქრობას, ხშირ ყაბზობას, როგორც ქოლეროტიკას, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს (გასტრიტი, კოლიტი). თქვენ უნდა მიიღოთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.

სახსრების ტკივილის დროს აუცილებელია მტკივნეული ადგილების ზეთით დღეში 2-3-ჯერ შეზელვა – ის იმოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ეს ზეთი ასევე ეხმარება ჰერპესს, ეგზემას, ჭრილობებს, დამწვრობას და მწერების ნაკბენებს.

აუცილებლად სანახავი:როგორ უნდა მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან ყველაზე სწრაფი და ეფექტური ხერხი.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები