Საოცარი ნიღაბი ნაოჭებისათვის თვალების გარშემო! იაფი ინგრედიენტები

1890

Საოცარი ნიღაბი ნაოჭებისათვის თვალების გარშემო! იაფი ინგრედიენტები

თვალების ირგვლივ კანი ძალიან ნაზია, მეტი მოვლა და ყურადღება სჭირდება. თვალების ქვეშ ტომრების სწრაფად მოშორება რთული ამოცანაა და მაინც ყოველთვის სჯობს სცადოთ. მით უფრო პროცედურები შეგიძლიათ სახლში, ზედმეტი ხარჯის გარეშე ჩაიტაროთ.

თვალების ქვეშ ტომრების მიზეზები

  • ლიმფის დაგუბება თვალების ქვეშ ტომრებს აჩენს. ამ მოვლენას რამდენიმე მიზეზი აქვს.
  • პირველ რიგში, შესიებული ქვედა ქუთუთოები, ასევე თვალების ქვეშ მუქი წრეები შეიძლება მშობლებიდან მემკვიდრეობით მიიღოთ.
  • მეორეც, თვალების ქვეშ ტომრები შეიძლება დროთა განმავლობაში გამოჩნდეს, განსაკუთრებით არაჯანსაღი წესით ცხოვრების შემთხვევაში. ძილის ნაკლებობა, არასწორი კვება, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება – ყველა ეს ფაქტორი თვალების ირგვლივ კანზე ცუდად აისახება.
  • მჯდომარე ცხოვრების წესი, ცუდი დგომა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა – მიზეზები, რომლებიც ლიმფის დაგუბებას და შეშუპებას იწვევენ. ლიმფის ნელი მიმოქცევის გამო მეტაბოლიზმის პროდუქტები ლიმფურ სისხლძარღვებში არ გადადის, არამედ კანქვეშა უჯრედებში გროვდება.

სამწუხაროდ, თვალების ქვეშ ტომრები შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელიც ორგანიზმში სითხის დაგუბებას ხელს უწყობს. ყველაზე ხშირად ნახსენებია: გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემები, ფარისებრი ჯირკვლები, თირკმლების დაავადებები და ალერგია.

Შეურიეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს. წაისვით ნიღაბი კანზე თვალების ირგვლივ, დაიფარეთ ნესტიანი ბამბის ბალიშებით. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი 1 კვერცხის გულს. წაისვით ქუთუთოების კანზე. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

Დაასველეთ თეთრი პურის ნაჭერი ოდნავ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში.
მიღებული მასა წაისვით კანზე თვალების ირგვლივ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში იღლიების ჭარბოფლიანობას.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები