გსმენიათ ზეთისხილის სამკურნალო თვისებების შესახებ? ის კურნავს ისეთ დაავაბებეს, როგორებიცაა ღვიძლის გადიდება, კენჭები ნაღვლის ბუშტში და ა.შ.

1606

გსმენიათ ზეთისხილის სამკურნალო თვისებების შესახებ? ის კურნავს ისეთ დაავაბებეს, როგორებიცაა ღვიძლის გადიდება, კენჭები ნაღვლის ბუშტში და ა.შ.

მეცნიერულ მედიცინაში პროვანსული ზეთი გამოიყენება ემულსიის სახით შიგშემომგარსველ და რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს. ზეთისხილის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა გაშენებული აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში.

ცოცხლობს საკმაოდ დიდხანს (200-300 წელი) მაგრამ ნელმოზარდია.

საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და ამწნილებენ. ზეთის გამოხდას ზეთისხილის მომწიფებული ნაყოფებიდან აწარმოებენ.

ზეთი სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების გამო, სხვადასხვა დასახელებებითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი, პროვანსული ზეთი. ზეითუნის ზეთს.

იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა მალამოს საფუძვლად. უფრო ეფექტურია ახალი ფოთლების ექსტრაქტი, ვიდრე ხმელისა. იგი ზოგიერთ ქვეყანაში ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხალხური მედიცინის მონაცემებით, რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება:

იღებენ კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ ხის ზეთს (შესაძლოა პროვანსული ზეთით შეცვლა). შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელი წიწაკის პარკს – იმისდა მიხედვით, თუ რა სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ამატებენ 154 გრამ კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, კარგად აურევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის წინდებს.

ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს.

ნარევს ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან.

დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ, საჭიროების კვალობაზე.

ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა.

ურში მოხვედრილი მწერის ან უწვრილესი კენჭის უმტკივნეულო ამოღებისათვის ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს. ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Facebook კომენტარები