მასტოპათიის მკურნალობა ამ შესანიშნავი რეცეპტით დროულად მოვახერხე. 

1322

მასტოპათიის მკურნალობა ამ შესანიშნავი რეცეპტით დროულად მოვახერხე. 

მასტოპათია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაა, რომელიც ჰორმონალური დისბალანსის დროს ვითარდება. ქალის სარძევე ჯირკვალი, ფიზიოლოგიური აგებულების გამო, სიცოცხლის მანძილზე, ბავშვობიდან – მენოპაუზის შემდგომ პერიოდამდე, გადის ცვლილებების ციკლს. მასტოპათია ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება.

სარძევე ჯირკვალში განვითარებულ ცვლილებებს განაპირობებს ჰორმონები, ხოლო ჰორმონულ დისბალანსს, ნორმაზე მეტის ან ნაკლების გამომუშავებას, იწვევს ისეთი პროცესები  როგორიცაა:

ნეირო-ენდოკრინიული  დარღვევები; იმუნური სისტემის დარღვევევბი; საკვერცხის ანთება, დაავადებები; აბორტი; ხშირი სტრესი.

მასტოპათიის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დისბალანსი, რაზეც სარძევე ჯირკვალი პასუხობს გარკვეული ცვლილებების განვითარებით. აღნიშნული პასუხი შესაძლოა იყოს დიფუზური და კეროვანი.

ზოგადად ეს დაავადება არ წარმოადგენს ძუძუს კიბოსწინარე პათოლოგიას, თუმცა არის მასტოპათიის  ფორმები,  რომლის ფონზეც შესაძლოა  3-5-ჯერ გაიზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა. მასტოპათიის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებსაც:

დარღვეული აქვთ შვილოსნობის ფუნქცია ან უნაყოფობა; გაჩენილი ჰყავთ 1 ან 2 შვილი/ მცირე რიცხვოვანი მშობიარობა; მცირე დროის მანძილზე ძუძუთი კვება; ნაადრევი მენსტრუალური ციკლი; დაგვიანებული მენოპაუზა; არასწორი სქესობრივი ცხოვრება; გინეკოლოგიური დაავადებები; ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ); გენეტიკური წინასწარგანწყობა.

მასტოპათიის დროული გამოვლენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა მინიმუმანდე დაიყვანოთ შესაძლო გართულებები.

მინდა, შემოგთავაზოთ მასტოპათიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. ისინი პირადად გამოვცადე და მერწმუნეთ, ძალიან მარგო.

რეცეპტი

1 ს/კ კრაზანას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ, როგორც ჩაი. გამოიყენეთ კომპრესებისთვის.

აიღეთ 1 ს/კ ცერეცოს ნაყოფი, 1 ს/კ გვირილის ყვავილი, 2 ს/კ ალთე და 2 ს/კ ძირტკბილას ფესვი. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თბილი, თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
I აიღეთ 2 ს/კ წითელი მატიტელას ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და
დააყენეთ. გამოიყენეთ საფენების სახით.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები