რევმატიზმისთვის ბოსტნეული რომ უებარი წამალია, ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის

1122

რევმატიზმისთვის ბოსტნეული რომ უებარი წამალია, ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის

რა არის რევმატიზმი, ამის ახსნა ალბათ არ გჭირდებათ, აუტანელი დაავადებაა, განსაკუთრებით ხანში შესული ადამიანისთვის.

ჩემს ოჯახში ყველას სჭირს რევმატიზმი. ჩემს უმცროს შვილსაც კი, რომელიც ჯერ 40 წლისაც არ გამხდარა. ჰოდა, რითაც შეგვიძლია, თავს იმით ვშველით და, უნდა გითხრათ, გამოგვდის კიდეც, რის გამოც დიდად ვემადლიერები ჩვენი აგარაკის ბოსტანს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ხან რომელ წამალს ვსვამდით და
ხან რომელს, სულ ოხვრა-კვნესით გამოვცადეთ ყველა ანტირევმატული საშუალება და ბოლოს თავი დავანებეთ.

ახალი წამლის საპოვნელად ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით. ბევრმა არ იცის, როგორ შველის მტკივან სახსრებს თალგამის, არყისა და თაფლის ნარევით დაზელა.

ნარევი ასე უნდა მოამზადოთ:

ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი, 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივან სახსრებში.

არანაკლებ შვებას მოგგვრით ნიახურის ფესვების წვენიც. დაკეპეთ ნიახურის ფესვი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ, დააყენეთ 4 საათს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

შემიძლია, გირჩიოთ ერთი ძველი გერმანული ხალხური საშუალებაც, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია:

1 ლიტრ წყალში უნდა ჩაყაროთ 20 გრამი ლობიოს დაქუცმაცებული გამხმარი პარკი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 2-3 საათის განმავლობაში. გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები