ფისტულისა და ოსტეომიელიტის უებარი სამკურნალო რეცეპტი, რომელიც მზადდება სახლის პირობებში
ამ დაავადებას ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ეპოქაში _ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის დამლევს და მეოთხეს დასაწყისში იცნობდნენ. მისთვის დამახასიათებელი ნიშნები 3000 წლის წინანდელ ეგვიპტურ მუმიებსაც კი აღმოაჩნდათ.
დღეს, ანტიბიოტიკების ეპოქაში, ოსტეომიელიტი უფრო იშვიათად გვხვდება, მაგრამ მისი მკურნალობა კვლავაც რთულ ამოცანად მიიჩნევა.
ტერმინი ოსტეომიელიტი გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის:
საკუთრივ ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) _ ანთებას. ის ძვლის ინფიცირებისას ვითარდება.
ინფექცია ძვალში სხვადასხვა გზით ხვდება, კერძოდ, სისხლის მეშვეობით ანთების სხვა კერიდან (ამ ფორმას ჰემატოგენურ ოსტეომიელიტს უწოდებენ) ან უშუალოდ ჭრილობიდან (ეს ტრავმული ოსტეომიელიტია).
ოსტეომიელიტით შესაძლოა გართულდეს დახურული მოტეხილობა ოპერაციული მკურნალობის შემდეგ.
ოსტეომიელიტის მიზეზები
ოსტეომიელიტის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად _ სხვა ბაქტერიები, რიკეტსიები და ზოგიერთი სოკო. დაავადების გამომწვევი იჭრება ძვლის ქსოვილში და იქ მავნე ზემოქმედებას იწყებს.
მისი შეჭრის ადგილას ანთებითი კერა წარმოიქმნება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ხასიათი. ჰემატოგენური ოსტეომიელიტი უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში, უპირატესად _ ვაჟებში გვხვდება.
პირველადი კერა შეიძლება იყოს ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი, ფლეგმონა, აბსცესი, წითელი ქარი, ინფიცირებული დაჟეჟილობა და ჭრილობა, კიდურის ღია მოტეხილობა, კარიესული კბილი, ტონზილიტი, ცხვირისა და ყურის დანამატი ღრუების ქრონიკული ანთებითი პროცესი. პირველადი უბნიდან მიკრობები სისხლის მეშვეობით ძვლის ტვინში ხვდება და მისი შემადგენელი ნაწილების ანთებას იწვევს.
ჩემი ერთი მეგობარი რვა წელი იტანჯებოდა ფეხზე ფისტულით. საავადმყოფოში რეგულარულად წმენდდნენ ჩირქისგან, უტარებდნენ ფიზიოპროცედურებს, მაგრამ ფისტულა მაინც ჩნდებოდა.
ერთხელ ვიღაცამ კოწახურის ფესვის ნაყენი ურჩია. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ფისტულამ პირი შეიკრა და დაიხურა.
კოწახურის ფესვი ოქტომბრიდან მარტამდე უნდა დამზადდეს. ამოთხრილი ფესვი გაწმინდეთ, გარეცხეთ და დაჭერით. გააშრეთ, ჩაყარეთ მშრალ მინის ქილაში და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ.
წამლის მოსამზადებლად 100 გრამ წვრილად დაჭრილ ან დაფქულ ფესვს ყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ლიტრ წყალს და, თავდახურულს, 20 წუთის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. მერე 6 საათით ოთახის ტემპერატურაზე დგამენ და წურავენ.
ნახარში უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 3 თვის განმავლობაში. ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ამ წამლის გამოყენება შეიძლება ოსტეომიელიტის დროსაც.
ოსტეომიელიტის და ფისტულის სწრაფად მოსარჩენად აიღეთ თანაბარი ოდენობის
ღორის მუცლის გადამდნარი ქონი და ცხენის ბარძაყის ძვლის ტვინი, აურიეთ ერთმანეთში, გადაწურეთ და ამ ნარევით გაჟღენთილი სახვევი მტკივან ადგილზე დაიდეთ.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.