ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშნები

835

ასტროლოგები  11 ნიშნიდან გამოყოფენ 5 ყველაზე ჯიუტ ნიშანს, გაინტერესებს რომელია ეს ნიშნები? მაშინ გააგრძელე კითხვა, იქნებ საკუთარი თავიც ამოიცნო

პირველ ადგილს კურო იკავებს. კუროს სიმბოლო ხარია – ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და მტკიცე ცხოველი, ამიტომ ახლა უკვე ცხადია, თუ რა მიზეზითაა აღიარებული კურო ყველაზე ჯიუტ ნიშნად. როდესაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წამომადგენელი ადამიანი რაიმეს ჩაიფიქრებს, აუცილებლად გააკეთებს იმას რაც თავად სურს და ამას ვერავინ გადააფიქრებინებს დედამიწის ზურგზე. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კუროები გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობენ, მათ არ უყვართ, როდესაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში სხვა ერევა და ცდილობს მას ცოტათი მაინც აზრი შეაცვლევინონ. მაშინაც კი, როცა კურომ იცის რომ ცდება, სიჯიუტეს იჩენს და აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც თქვა. ამიტომაც იკავებენ ეს ადამიანები რეიტინგში პირველ ადგილს.

მეორე ადგილს იკავებს ვერძი. სიჯიუტით გამორჩეულები არიან ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ადმაიანებიც. არ უშინდებიან კამათს, პირისპირ დადგომას, წინააღმდეგობის გაწევას და ყოველთვის დარმწუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში. არასდროს აღიარებენ დამარცხებასა და შეცდომებს.

ქალწული: ზოდიაქოს კიდევ ერთი ჯიუტი ნიშანი ქალწულია. ამ ნიშნის ადამიანები არ შეგეკამათებიან, მოგისმენენ, თუმცა მაინც იმას გააკეთებენ, რაც ჩაიფიქრეს. აუცილებლად შეასრულებენ ჩანაფიქრს, მაგრამ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. დარწმუნებულები არიან სიმართლეში და მათი მოსაზრებების შეცვლა თითქმის შეუძლებელია.

მორიელი: მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებიც ყველაზე ჯიუტთა კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა ისინი გამოირჩევიან ურთიერთობაში მოქნილობითა და მოხერხებულობით. მორიელი მარტივად ახდენს გავლენას გარშემო მყოფებზე და განსაკუთრებული უნარი აქვს, რომ თავისი აზრის მართებულობაში ყველა დაარწმუნოს.

ლომი: ყველაზე ჯიუტების რეიტინგში ლომის ზოდიაქოს ადამიანები მეხუთე ადგილს იკავებენ. ლომები ძალიან ამაყები არიან და სწორედ სიამაყე უშლით ზოგჯერ ხელს, რომ შეცდომები აღიარონ.  ჩანაფიქრს ვერ გადააფიქრებინებთ. რეალურად კი ეს ცხოვრებაში ბევრ პრობლემას უქმნით.

Facebook კომენტარები