უგემრიელესი ბოსტნეულის სალიანკა , საოცარი გემო აქვს.

1062

მოსამზადებლად დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: 

კომბოსტო - 1 თავი ( სასურველია იყოს საშუალო სიდიდის)

სტაფილო - 2 ცალი

ხახვი - 2 თავი

ოხრახუში - 1 ძირი

პომიდვრის პიურე - 2 სუფრის კოვზი

ღვინის ძმარი - 1 სუფრის კოვზი

პურის ფქვილი - 1/2 სუფრია კოვზი

შაქრის ფხვნილი - 1/2 სუფრის კოვზი

მჟავე კიტრი - 1 ცალი

ცხიმი (კარაქი ან მარგარინი ) - 2.5 სუფრის კოვზი

დანაყილი ორცხობილა - 1 სუფრის კოვზი

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გასუფთავებული, გარეცხილი კომბოსტო დავკეპოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, დავახუროთ თავსახური, დავდგათ ცეცხლზე და ხანგამოშვებითი მორევით ვშუ- შოთ, სანამ მზად არ იქნება.

გასუფთავებული, გარეცხილი სტაფილო, ოხრახუშის ძირი და ხახვი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ცხიმი და მოვშუშოთ. შუშვის დასასრულს შევურიოთ პომიდვრის პიურე, გათლილი და წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი და პურის ფქვილი. შემდეგ მოშუშულ კომბოსტოს შევურიოთ ღვინის ძმარი და ხანგამოშვებითი მორევით კვლავ ვშუშოთ 10-15 წუთი. დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, პილპილი, მარილი, ავურიოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ აფაზე, ზედაპირი შევუსწოროთ, მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა, დავაპკუროთ ცხიმი და შევდგათ უმელში. სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ლამაზად დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხით და დამუჟუჟებული კენკრით.

გემრიელად მიირთვით!

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია