გაწუხებთ სისხლის ცუდი მიმოქცევა? გაიგეთ მეტი მისი სიმპტომების, გამომწვევი მიზეზები და რეცეპტების შესახებ, რომელიც მისი აქტივაციისთვის გამოგადგებათ

750

გაწუხებთ სისხლის ცუდი მიმოქცევა? გაიგეთ მეტი მისი სიმპტომების, გამომწვევი მიზეზები და რეცეპტების შესახებ, რომელიც მისი აქტივაციისთვის გამოგადგებათ

მოდით დეტალურად გავეცნოთ თუ რა იწვევს სისხლის ცუდ მიმოქცევა, რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი გამოვლენა და როგორ გავააქტიუროთ

მაშინ როდესაც სისხლძარღვები ელასტიურობას კარგავს, სისხლის მიმოქცევა უარესდება. შედეგად კი, ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა ნელდება და რთულდება.

თრომბოზი კი სისხლძარღვებში სისხლის შედედების ნიშანია. ეს სერიოზული შედეგია, რომელმაც შეიძლება ფატალური შედეგებიც კი გამოიწვიოს. მეორეს მხრივ გავრცელებული პრობლემა ქალებში რომელიც შეიძლება სისხლის არასწორ მიმოქცევას მივაკუთვნოთ ესაა ვარიკოზული ვენები.

სისხლის ცუდი მიმოქცევის მიზეზები

სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ხშირად სიარულს და ფიზიკურ ვარჯიშს ვუგულებელყოფთ და მჯდომარე ცხოვრების წესს ვეწევით. ეს ყოველივე კი სისხლის ცუდი მიმოქცევის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. სხვა მიზეზებია ჭარბი მარილის მიღება , არასწორი კვება და სითხის ნაკლებობაა.

სისხლის ცუდი მიმოქცევის სიმპტომებია:

ორგანიზმში მიმდინარე სისხლის არასწორი ცირკულაციის შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ფეხის და ხელის არასწორი გაგრილება, ვარიკოზული გაფართოებული ვენები ფეხებზე, შეშუპება, ცელულიტი, კანის გაუფერულება, სისუსტე და თავბრუსხვევა. ეს სისხლის ცუდი მიმოქცევის ხილული ნიშნებია.

ახლა კი გვინდა გაგიზიაროთ სამკურნალო მცენარეები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

უძველესი დროიდან მცენარეებს სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობის სამკურნალოდ იყენებენ. ფიტოთერაპიას სისხლის ცუდი მიმოქცევის დროს ხშირად იყენებენ.

სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად ბალახებს და მცენარეებს ნაყენების ან ნახარშების სახით იყენებენ. გახსოვდეთ, რომ ბუნებაში არსებობს საშუალებები, რომლებიც კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას სამკურნალო მიზნით  ჯერ კიდევ გამოყენება 600–ზე მეტი წლის წინ დაიწყეს. სამკურნალოდ მცენარის ხმელ ფოთლებს და ფესვებს იყენებდნენ.

ეს საკმაოდ ძლიერი გამწმენდი ბალახია. ბაბუაწვერა ორგანიზმში შეკავებული სითხის მოშორებაში დაგეხმარებათ. მდიდარია ტანინებით, ამიტომ ვენურ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.

თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემები გაქვთ, ცოტა ბაბუაწვერას ფოთლებით ან ფესვებით ნაყენი მოამზადეთ და დღეში 3–ჯერ დალიეთ.

ნიორი:

ნივრის სამკურნალო თვისებები საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ნივრის მიღება ქოლესტერინის დონეზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს: ცუდი ქოლესტერინი მცირდება და კარგის დონე იზრდება. მცენარე არტერიების კედლებზე ცხიმების მიმაგრებას თავიდან აგაცილებთ, ფოლაქების რაოდენობას ამცირებს.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის მიღება იცავს აორტას (ადამიანის სხეულის მთავარ არტერიას), მის მოქნილობას ინარჩუნებს. ნიორი ნორმალურ წნევას მხარს უჭერს, სისხლის სისქეს ამცირებს და სისხლძარღვებს ადუნებს, შედედების ალბათობას ამცირებს.

თუ ნივრის კბილს უზმოზე მიიღებთ, ეს კარგი სისხლის მიმოქცევის გარანტია გახდება.

ჟენშენი:

ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლად ჯენშენსაც იყენებენ. ის გულისთვის სასარგებლოა და სისხლის მიმოქცევასაც ააქტიურებს . განსაკუთრებით ეფექტურია სისხლისთვის, მას ტოქსინებისა და მინარევებისგან წმენდს.

ჟენშენის მხოლოდ ფესვს იყენებენ, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალებს ვიტამინებს და ნივთიერებებს შეიცავს. უბრალოდ ჯენშენის ფესვის ჩაი გააკეთეთ და მისი უპირატესობები გამოიყენეთ.

რეკომენდაციები:

საუკეთესო შედეგების მისაღებად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ზემოთ მოცემული ნებისმიერი მცენარე მიიღეთ. ამავდროულად ყოველდღე ზომიერად ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია